ქსელის შესახებ

"საქართველოს პრო ბონო ქსელი" წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ. 

საქართველოს პრო ბონო ქსელის მიზანია კომპანიათა ექსპერტიზის ჩართვა საზოგადოებრივი მიზნების განხორციელებაში.

"საქართველოს პრო ბონო ქსელი" ოფიციალურად დაარსდა 2015 წლის ოქტომბერში "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" ინიციატივით ფონდ MitOst e.V., ფონდ BMW Herbert Quandt-ისა და ფონდ Taproot-ის თანადგომით. 

იხილეთ გალერეა

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" ახორციელებს ქსელის საქმიანობის საექსპერტო და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას. 

დაარსების ღონისძიებაზე ქსელის წევრებმა ხელი მოაწერეს კეთილი ნების მემორანდუმს და შეთანხმდნენ: 

  • საკუთარი ექსპერტიზისა და  შესაძლებლობების ფარგლებში (თუ ეს არ ეწინააღმდეგება მათ ბიზნეს ინტერესებს) უსასყიდლოდ გაუწიონ საექსპერტო დახმარება (ანუ მიაწოდონ პრო ბონო სერვისები) სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ჩვენი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან სოციალურ თუ გარემოსდაცვით პრობლემებზე და ამ გზით წვლილი შეიტანონ აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში. 
  • წაახალისონ საკუთარი თანამშრომლები, ჩაერთონ ადგილობრივი თემის დასახმარებლად მიმართულ სოციალურ ინიციატივებში.
  • ითანამშრომლონ ერთმანეთთან და სამოქალაქო სექტორთან საქართველოში პრო ბონოს კონცეფციის შესახებ ცნობადობის გაზრდისა და პრო ბონო პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით.