როგორ გავხდე ქსელის წევრი

როგორ შევუერთდეთ პრო-ბონო ქსელს?

მოხარული ვართ, რომ დაინტერესდით საქართველოს პრო ბონო ქსელით. ქსელი მიესალმება კომპანიებს, რომლებიც ზრუნავენ საზოგადოების კეთილდღეობაზე პრო ბონო სერვისების გზით. ქსელში გაწევრიანება მარტივია. გაეცანით და მისდიეთ გაწვერიანების სახელმძღვანელოს ქვემოთ. თუ დამატებით შეკითხვები გექნებათ, დაგვიკავშირდით

ქსელის წევრობის კრიტერიუმები

ქსელი ღიაა ყველა კომპანიისათვის, რომელიც აცნობიერებს: სოციალური სოლიდარობის მნიშვნელობას, საკუთარ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და მიზნად ისახავს საკუთარი ექსპერტიზა ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე არამომგებიანი ორგანიზაციებისათვის პრო ბონო სერვისების გზით.

ქსელში ჩასართავად ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • წარმოადგენდეს საქართველოში დარეგისტრირებულ კერძო კომპანიას (სამეწარმეო იურიდიულ პირს, რომელიც დარეგისტრირებულია და საქმიანობს საქართველოში).
  • საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გამოხატოს კეთილი ნება პრო ბონო სერვისების გასწიოს, ანუ უსასყოდლო საექსპერტო დახმარება შესთავაზოს საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე ორგანიზაციებს
  • კომპანიის საქმიანობა შესაბამისობაში უნდა იყოს პრო ბონო ქსელის და CSRDG-ის ღირებულებებთან და პრინციპებთან, ეთიკური და პასუხისმგებელი ბიზნეს საქმიანობის ზოგად საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც მოიცავს კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების და დასაქმებულთა უფლებების დაცვას, გარემოზე მავნე ზემოქმედების მართვას, დაინტერესებულ მხარეთა ინტერესების გათვალისწინებას, ანტიკორუფციას, ეთიკურ და გამჭვირვალე საქმიანობას)

კომპანიები, რომლებიც წარმოადგენენ მორალურად საორჭოფო/მიუღებელ, საზოგადოებაზე ან გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის მქონე სექტორებს - სათამაშო ბიზნესი, თამბაქოს ინდუსტრია, იარაღის წარმოება და ვაჭრობა და ა. შ. - არ განიხილებიან.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

წევრმა კომპანიამ უნდა გამოყოს ერთი თანამშრომელი, რომელიც იქნება საკონტაქტო პირი პრო ბონო საკითხებზე

კომპანიის სახელი და ლოგო, ასევე ინფორმაცია განხორციელებული პრო ბონო პროგრამების შესახებ, წარმოდგენილი იქნება ქსელის ვებგვერდზე (www.probonogeorgia.ge )

ამჟამად არ არის დაწესებული ქსელის წევრობის გადასახადი (ქსელის წევრობა უფასოა)

ქსელში გაწევრიანების პროცედურა

თუ თქვენ გსურთ გახდეთ საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრი, მიჰყევით ქვემოთ აღწერილ მარტივ სააპლიკაციო პროცესს:

  • ნაბიჯი 1 - მომართვა
    შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა, რომელსაც ამ ვებგვერდზე ნახავთ და გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: probono@csrdg.ge
  • ნაბიჯი 2 - ინტერვიუ
    ჩვენ დაგიკავშირდებით რამდენიმე დღეში და ჩავნიშნავთ თქვენთან ინტერვიუს. გაესაუბრეთ ჩვენს წარმომადგენელს თქვენი კომპანიის მიზნების, ქსელში გაწევრიანების მოტივაციისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
  • ნაბიჯი 3 - განხილვა
    ჩვენი საბჭო განიხილავს აპლიკაციას და ინტერვიუს შედეგად მიღებულ ინფორმაციას და 2 კვირის ვადაში გაცნობებთ პასუხს ელექტრონული ფოსტის საშუალებით
  • ნაბიჯი 4 - ოფოციალური გაწევრიანება
    დადებითი პასუხის შემთხვევაში: მოამზადეთ დირექტორის ან სხვა უფლებამოსილი პირის (აღმასრულებელი ხელმძღვანელის) ხელმოწერილი კეთილი ნების განაცხადი იხილეთ აქ. ხელმოწერილი წერილის დასკანერებული პირი გამოაგზავნეთ ელ-ფოსტით.
  • ჩვენგან მიიღებთ გაწევრიანების დამადასტურებელ ოფიციალურ წერილს, ქსელის წევრობის სერტიფიკატს და ქსელის წევრის ლოგოს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ საკუთარ საკომუნიკაციო მასალებში

კომპანია ითვლება ქსელის წევრად გაწევრიანების ოფიციალური წერილის გაგზავნის დღიდან