საუკეთესო მაგალითები   -  ლექციები და ტრენინგები

პრო ბონო ვებინარი - სოციალური მედია მენეჯმენტი, 2021 წელი

პრო ბონო კომპანია: საქართველოს ბანკი

ბენეფიციარი: ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები

მონაწილე ორგანიზაციები: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი CTC, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი - EDEC, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, სოციალური საწარმოების ალიანსი, ასოციაცია "ანიკა", სოციალურ მუშაკთა გაერთიანება, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი

საჭიროების აღწერა:

სოციალური მედიის ფუნქციების განახლება მუდმივად ხდება და მათ შორის, დროთა განმავლობაში, სულ უფრო მეტი ახალი ფუნქცია და შესაძლებლობები ემატება Facebook-ს. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყველაზე ეფექტურ საკომუნიკაციო არხს წარმოადგენს სოციალური მედია, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ დროულად. ასევე, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეზღუდული რესურსები გააჩნიათ, არ აქვთ შესაძლებლობა დაესწრონ ტრენინგებს ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. სწორედ, ამ მიზეზით გამოიკვეთა ვებინარის ჩატარების საჭიროება სოციალური მედიის მენეჯმენტის შესახებ.

ჩატარებული სამუშაო:

2021 წლის 13 ივლისს, საქართველოს ბანკის თანამშრომლებმა ჩაატარეს პრო ბონო ვებინარი თემაზე: სოციალური მედიის მენეჯმენტი. ვებინარს უძღვებოდა საქართველოს ბანკის თანამშრომელი - ზურა კვინიკაძე. ვებინარი გაგრძელდა 2 საათის განმავლობაში. ვებინარის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთი საკითხების შესახებ როგორიცაა:

  • კამპანიების დაგეგმვა სოციალურ მედიაში და სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტურად მართვა
  • კამპანიების შედეგების ანალიზი
  • კონტენტის ფორმატები სოციალურ მედიაში

პრო ბონო მედიაციის შედეგი:

პრო ბონო ვებინარი თემაზე: სოციალური მედია მენეჯმენტი

მედიატორი:

პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.