სიახლეები

23/10/2019

საქართველოს პრო ბონო ქსელს ახალი წევრი ჰყავს

საკონსტულტაციო კომპანია ACG Consulting შემოუერთდა საქართველოს პრო ბონო ქსელს. ACG Consulting არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სთავაზობს სხვადასხვა სახის საკონსულტაციო მომსახურების ფართო არჩევანს, როგორიცაა: აუდიტორული მომსახურება, საბუღალტრო მომსახურება, საგადასახადო რისკების შემცირება, ბიზნეს კონსულტაცია, ქონების შეფასება და ა.შ.

საქართველოს პრო ბონო ქსელი ოფიციალურად დაარსდა 2015 წლის ოქტომბერში "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" ინიციატივით ფონდ MitOst e.V., ფონდ BMW Herbert Quandt-ისა და ფონდ Taproot-ის თანადგომით. "საქართველოს პრო ბონო ქსელი" წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ.