საქართველოს სტრატეგიული კვლებევისა და განვითარების ცენტრი გლობალური პრო ბონო ქსელის წევრია 2016 წლიდან

გლობალური პრო ბონო ქსელი

გლობალური პრო ბონო ქსელი აერთიანებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ორგანიზაციებს, რომლებიც მედიაციას უწევენ პრო ბონო სერვისებს და ხელს უწყობენ პრო ბონო კონცეფციისა და პრაქტიკის დამკვიდრებას როგორც თავიანთ ქვეყნებში, ასევე გლობალურად. 

გლობალური პრო ბონო ქსელი 2013 წელს შეიქმნა BMW-ს კორპორაციული ფონდისა და ფონდ Taproot-ის  მხარდაჭერით, რომლებიც ამჟამადაც უწყვეტ მხარდაჭერას უწევენ ქსელის საქმიანობას. 

ქსელის მიზნებია:

  • გლობალურ დონეზე პრო ბონო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობს გაზრდა; 
  • ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ქვეყნებსა და რეგიონებს შორის, ასევე პრო ბონოს მედიატორ ორგანიზაციებს შორის და ერთობლივი პროგრამების ხელშეწყობა; 
  • პრო ბონო პროგრამების ზეგავლენის ზრდა და მეტი კომპანიისა თუ მოხალისის ჩართვა გლობალურ პრო ბონო მოძრაობაში საზოგადოების სასიკეთოდ. 

ქსელი ამჟამად 42 ორგანიზაციას მოიცავს 30 ქვეყნიდან და ყოველ წელს ფართოვდება. ქსელის საქმიანობას კოორდინირებას უწევს მის წევრთაგან დაკომპლექტებული სამეთვალყურეო საბჭო. 

ქსელის წევრები ყოველწლიურად იკრიბებიან გლობალურ პრო ბონო სამიტებზე, რომელთა მიზანია ქსელის წევრებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამოქმედო სტრატეგიების დაგეგმვა.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი გლობალური პრო ბონო ქსელის წევრია 2016 წლიდან.