პრო ბონოს მიმწოდებლები 

პრო ბონოს მიმწოდებელი შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური მოხალისე, ასევე ორგანიზაცია.

ბენეფიციარი ორგანიზაციები

სამოქალაქო ორგანიზაციები  

  • რომლებიც მუშაობენ კონკრეტულ მოწყლვად ჯგუფებთან (მაგ., შშმ პირებთან, მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებთან, დევნილებთან, წარსულში წამალდამოკიდებულ ადამიანებთან და ა. შ.). 
  • რომლებიც მუშაობენ საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე (მაგ., გარემოს დაცვა, ადამიანის უფლებების დაცვა, განათლების ხელმისაწვდომობა და ა. შ.).
  • სოფლის სათემო ორგანიზაციები და არარეგისტრირებული სამოქალაქო ჯგუფები. გაიგე მეტი 

სოციალური საწარმოები 

სოციალური საწარმოები არის ბიზნეს პრინციპებით მოქმედი მცირე საწარმოები, რომლებსაც გააჩნიათ სოციალური მისია. სოციალური საწარმოები ბიზნეს მიდგომებს იყენებენ საზოგადოებრივი პრობლემების მოსაგვარებლად და მოგების რეინვესტირებას ახდენენ საზოგადოებრივ საჭიროებებში. განსხვავებით ჩვეულებრივი, მხოლოდ მოგებზე ორიენტირენბული, საწარმოსაგან სოციალურ საწარმოს აქვს ორმაგი მიზანი: ეკონომიკური და სოციალური. აქედან უმთავრესი სოციალურია. ეკონომიკური მიზანი გახლავთ, მხოლოდ საშუალება მეორე უფრო მნიშვნელოვანი – სოციალური მიზნის მისაღწევად.

გაიგე მეტი

საჯარო დაწესებულებები

საჯარო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე და აქვთ შეზღუდული რესურსები, მაგ.:

  • სკოლა
  • ბიბლიოთეკა
  • კვლევითი ინსტიტუტი