დაგვიკავშირდით: +995 32 239 90 19
  • ენა: EN

რესურსები

ხელშემწყობი ორგანიზაციები

BMW ფონდი - Herbert Quandt

BMW ფონდი - Herbert Quandt

BMW ფონდის საზოგადოებრივი საქმიანობის ერთ-ერთ სტრატეგიული მიმართულებაა პრო ბონო მომსახურების და სოციალური ვალდებულებების პოპულარიზაცია. ფონდის მიზანია დაუჭიროს მხარი იმ პროფესიონალებს, რომლებიც მზად არიან იკისრონ სოციალური ვალდებულება და უსასყიდლოდ დაეხმარონ არაკომერციულ ორგანიზაციებს მათი საქმიანობის უკეთ წარმართვაში. ფონდის ძირითადი ფოკუსია პრო ბონო (უსასყიდლო) მომსახურება, თუმცა ის სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებაზეც მუშაობს. Taproot ფონდთან ერთობლივად, BMW ფონდი ასევე მუშაობს გლობალური პრო ბონო ქსელის განვითარებასა და გაძლიერებაზე. ქსელი აერთიანებს პრო ბონო შუამავალ ორგანიზაციებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რომლებიც მედიაციას უწევენ პრო ბონო სერვისებს, ახდენენ პრო ბონო მომსახურების კოორდინირებას და აკავშირებენ ერთმანეთთან შესაბამის კომპანიებსა და პროფესიონალებს, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს პრო ბონო სერვისების ხარისხისა და პროფესიონალიზმის დონის ამაღლებას.

View
ადვოკატთა პრო ბონო გაერთიანება - Bar Pro Bono Unit

ადვოკატთა პრო ბონო გაერთიანება - Bar Pro Bono Unit

ადვოკატთა პრო ბონო გაერთიანება - საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს როგორც საკოორდინაციო ცენტრი და ეხმარება უფასო (პრო ბონო) იურიდიული მომსახურების მიმწოდებელი მოხალისე ადვოკატების პოვნაში იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც საჭიროებენ იურიდიულ დახმარებას, მაგრამ არა აქვთ საშუალება რომ გადაიხადონ კონსულტაციის საფასური და ვერც სახელმწიფო დაფინანსების მიღების კრიტერიუმებს ამაყოფილებენ. ადვოკატთა პრო ბონო გაერთიანების დახმარების სფეროებია: • იურიდიული კონსულტაციები, წარმომადგენლობა სასამართლოში და დახმარება მედიაციის პროცესში; • საქმეები სამართლის ყველა დარგში; • საქმეები, რომელთა წარმოება ჯერ არ დაწყებულა; • საქმეები ინგლისისა და უელსის ყველა სახის სასამართლოსა და ტრიბუნალებში. საერთო ჯამში 3600-ზე მეტი მოხალისე ადვოკატი სთავაზობს პრო ბონო მომსახურებას ადვოკატთა პრო ბონო გაერთიანების ბენეფიციარებს.

View
ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაცია - International Bar Association

ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაცია - International Bar Association

1947 წელს დაარსებული ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაცია (IBA) - წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით აერთიანებს პრაქტიკოს იურისტებს, ადვოკატთა ასოციაციებს და იურიდიულ საზოგადოებებს. IBA დიდ გავლენას ახდენს როგორც საერთაშორისო სამართლებრივ რეფორმებზე, ისე იურისტის პროფესიის ზოგადი სტანდარტების ჩამოყალიბებაზე. ასოციაციაში გაერთიანებულია 80,000-ზე მეტი იურისტი და 160 ქვეყანაში არსებული 190-ზე მეტი ადვოკატთა და იურისტთა ასოციაცია. IBA-ს გააჩნია აგრეთვე ვებ-პორტალი https://www.internationalprobono.com/ რომელიც წარმოადგენს გლობალურ ვირტუალურ პლატფორმას იმ პროფესიონალთათვის, რომლებიც ჩართულები არიან პრო ბონო საქმიანობაში როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ამ პლატფორმის მეშვეობით პროფესიონალებს შეუძლიათ ა) მოიძიონ სხვადასხვა რესურსები, რომლებიც ეხმარება მათ პრო ბონო სერვისების და პროექტების განხორციელებაში და ბ) გაეცნონ სხვა პროფესიონალების მიერ შესრულებული, ადგილობრივი და გლობალური მნიშნელობის პრო-ბონო პროექტებს.

View
ავსტრალიის პრო ბონო ცენტრი

ავსტრალიის პრო ბონო ცენტრი

ავსტრალიის პრო ბონო ცენტრი დამოუკიდებელი საექსპერტო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს და დაეხმაროს ავსტრალიის იურისტებს ეფექტურად გასწიონ უფასო იურიდიული მომსახურება (პრო ბონო იურიდიული მომსახურება), რაც უფრო ხელმისაწვდომს გახდის მართლმსაჯულებას სოციალურად დაუცველი ფენებისთვის და ყურადრების ცენტრში მოაქცევს საზოგადოებრივ ინტერესებს. „ცენტრი“ 2002 წლის აგვისტოში, ნიუ საუთ უელსის უნივერსიტეტში გაიხსნა, სადაც დღემდე აგრძელებს ფუნქციონირებას. თავდაპირველად იგი ნაციონალური პრო ბონო რესურს ცენტრის სახელწოდებით იყო ცნობილი, თუმცა 2015 წლიდან ავსტრალიის პრო ბონო ცენტრის სახელით გააგრძელა მუშაობა, რათა ახალ სახელწოდებას უკეთ გადმოეცა ორგანიზაციის როლი პრო ბონო სერვისების მუდმივად მზარდ გლობალურ კონტექსტში. „ცენტრის“ საქმიანობაში არ შედის უშუალოდ იურიდიული კონსულტაციებისა თუ დახმარების გაწევა, ან ადამიანების გადამისამართება პრო ბონო იურისტებთან. „ცენტრი“ ხელს უწყობს პრო ბონო სერვისების განვითარებას როგორც მრჩეველი, ინტერესთა დამცველი, მკვლევარი, ბროკერი და რესურსების მიმწოდებელი.

View
ასოციაცია “Pro Bono Deutschland e.V.”

ასოციაცია “Pro Bono Deutschland e.V.”

ასოციაცია “Pro Bono Deutschland e.V.” 2011 წლის თებერვალში დაფუძნდა. ასოციაციაში შემავალი იურიდიული ფირმები, მათი სამოქალაქო აქტივობის ფარგლებში, ეწევიან უსასყიდლო საქველმოქმედო იურიდიულ მომსახურებას (პრო ბონო იურიდიულ კონსულტაციებს). ასოციაცია ღიაა ყველა იმ იურისტისა და იურიდიული კომპანიისთვის, რომლებიც ეთანხმებიან პრო ბონო იურიდიული კონსულტაციების პრინციპებს და სურთ ამგვარი კონსულტაციების გაწევა. ასოციაცია აგრეთვე ცდილობს მიაღწიოს მეტ აღიარებას და უფრო ფართოდ დანერგოს იურისტთა წრეებში პრო ბონო იურიდიული კონსულტირების კონცეფცია.

View
თაფრუტის ფონდი - Taproot Foundation

თაფრუტის ფონდი - Taproot Foundation

2001 წელს დაფუძნებული თაფრუტის ფონდი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც პრო ბონო მომსახურების მეშვეობით აკავშირებს ერთმანეთთან საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და შესაბამისი უნარ-ჩვევებით აღჭურვილ მოხალისეებს. ფონდის მისიაა „სოციალური ცვლილების მართვა პროფესიონალების მობილიზებისა და მათი პრო ბონო მომსახურებაში ჩართვის მეშვეობით“. ფონდის დახმარებით არაკომერციულ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ მაღალხარისხიანი და მაღალეფექტიანი პრო ბონო მომსახურება კვალიფიციური და გამოცდილი მოხალისეებისაგან; ეს მომსახურება, საჭიროებისამებრ, სხვადასხვაგვარია -- როგორც ხანგრძლივი, რომელიმე პროექტის ან პროგრამის ფარგლებში განხორციელებული, ასევე ხანმოკლე ან სულაც ერთჯერადი ინდივიდუალური კონსულტაციის სახით მიწოდებული. პრო ბონო ლიდერების რეგულარული შეხვედრების ორგანიზებით და პრო ბონო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა-გაზიარების ხელშეწყობით, თაფრუტის ფონდს საკუთარი წვლილი შეაქვს პრო ბონო გლობალურ მოძრაობაში. თაფრუტის ფონდის „სერვის გრანეტბის პროგრამის“ მეშვეობით ათასობით ბიზნეს პროფესიონალი უკვე დაეხმარა არაკომერციულ ორგანიზაციებს მათი შესაძლებლობების განვითარებაში. თაფრუტი აგრეთვე სთავაზობს ტრენინგებს არაკომერციულ ორგანიზაციებს რათა ასწავლოს მათ პრო ბონო მომსახურების მოძიება და ეფექტური გამოყენება. ხოლო მსოფლიოს წამყვან კომპანიებს თაფრუტი სთავაზობს კონსულტირებას მაღალზეგავლენიანი პრო ბონო პორგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაში. 2014 წელს, თაფრუტის ფონდმა აამუშავა ონლაინ პლათფორმა -- taprootplus.org (https://www.taprootplus.org/)- რომლის მეშვეობითაც არაკომერციულ ორგანიზაციებს შეუძლიათ მოკლევადიანი პრო ბონო საკონსულტაციო მომსახურების მოძიება. თაფრუტის ფონდი ბაზირებულია კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ფრანცისკოში, და გააჩნია ოფისები ნიუ იორკში, ჩიკაგოში, ვაშინგტონსა და ლოს ანჯელესში.

View
პრო ბონო ლაბორატორია - Pro Bono Lab

პრო ბონო ლაბორატორია - Pro Bono Lab

პრო ბონო ლაბორატორია 2011 წელს დაფუძნდა. ეს არის ფრანგული არაკომერციული ინოვაციური ორგანიზაცია, რომელიც მოხალისეობასა და „ცოდნის სპონსორობას“ უჭერს მხარს. ორგანიზაციის მიზანია დაეხმაროს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიიღონ მათთვის საჭირო საექსპერტო დახმარება უფასო (პრო ბონო) საკონსულტაციო მომსაუხრების სახით. ამ მიზნის მისაღწევად პრო ბონო ლაბორატორიამ შეიმუშავა პრო ბონო ჩართულობის ახლებული და ინოვაციური ფორმატებ. იგი აქტიურად თანამშრომლობს საფრანგეთსა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ კომპანიებთან, ფონდებთან, ასოციაციებთან, უნივერსიტეტებთან და ბიზნეს სკოლებთან. პრო ბონო ლაბორატორია გლობალური პრო ბონო ქსელის წევრია და პრო ბონო მოძრაობის ერთგული მხარდამჭერი: 2012 წლიდან მოყოლებული, პრო ბონო ლაბორატორიამ 400-მდე პრო ბონო პროექტში სულ ცოტა 3000 მოხალისეს ჩართვა მოახერხა და საერთო ჯამში 200-ზე მეტ საზოგადოებრივ ორგანიზაციას გაუწია საკონსულტაციო დახმარება.

View
პრო ბონო ქსელი - Pro Bono Net

პრო ბონო ქსელი - Pro Bono Net

პრო ბონო ქსელი 1999 წელს დაარსებული ამერიკული არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს არაკომერციულ იურიდიულ ორგანიზაციებთან აშშ-სა და კანადაში, რათა გაზარდოს მართლმსაჯულების ხელმისწავდომობა იმ მილიონობით დაუცველი / ღარიბი ადამიანისთვის, რომელსაც ესაჭიროება პროფესიული დახმარება სხვადასხვა ტიპის იურიდიული პრობლემების მოსაგვარებლად. დასახული მიზნის მისაღწევად პრო ბონო ქსელი ა) მხარს უჭერს იურიდიულ საკითხებზე მომუშავე არაკომერციული ორგანიზაციების მიერ ტექნოლოგიების ინოვაციურ და ეფექტურ გამოყენებას; ბ) ზრდის მოხალისეთა ჩართულობას და გ) ხელს უწყობს ერთ რეგიონში (ან მსგავს საკითხებზე) მომუშავე, იურიდიული პროფილის არაკომერციული ორგანიზაციების და ადვოკატების ურთიერთთანამშრომლობას.

View
პრობონეო - Proboneo

პრობონეო - Proboneo

პრობონეო შედარებით „ახალგაზრდა“ არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ბერლინში მდებაროებს. ის BMW ფონდის სტრატეგიული პარტნიორია გერმანიაში. პრობონეო ცდილობს დააკავშიროს ერთმანეთთან საქმისადმი ერთგული პროფესიონალები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რათა, ერთის მხრივ, შეაშველოს პროფესიული მხარდაჭერა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საინტერესო და ინოვაციურ იდეებს, ხოლო მეორეს მხრივ, მისცეს ექსპერტებს საშუალება აკეთონ საზოგადოებისთვის საჭირო და სასარგებლო საქმე და ამით გაიძლიერონ სოციალური უნარ-ჩვევები. ორგანიზაცია ასევე ეხმარება კომპანიებს პრო ბონო პროგრამების სტრატეგიულ დაგეგმვასა და ეფექტურ განხორციელებაში.

View
საერთაშორისო პრო ბონო ორგანიზაციების დირექტორია

საერთაშორისო პრო ბონო ორგანიზაციების დირექტორია

View
საზოგადოებრივი ინტერესების სამართლის გლობალური ქსელი - PILnet

საზოგადოებრივი ინტერესების სამართლის გლობალური ქსელი - PILnet

PILnet დაარსდა 1997 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის ბაზაზე, „საზოგადოებრივი ინტერესების სამართლის ინიციატივის“ სახელწოდებით. მისი მიზანი ისეთი სამართლის დამკვიდრების ხელშეწყობა იყო, რომელიც მთლიანი საზოგადოების ინტერესებს მოემსახურებოდა და არა ფულისა და ძალაუფლების მქონე ჯგუფების კერძო ინტერესებს. 2007 წელს PILnet-მა შეიცვალა სახელწოდება (გახდა „საზოგადოებრივი ინტერესების სამართლის ინსტიტუტი“), ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ არაკომერციულ ორგანიზაციად და გახსნა ოფისი ნიუ იორკში. 2011 წლიდან PILnet-ი აგრძელებს მოღვაწეობას მისი ამჟამინდელი სახელწოდებით, რადგან ის უკეთ ასახავს ორგანიზაციის ძირითად სტრატეგიას, რომელიც მიმართულია საერთაშორისო ქსელების გაერთიანებაზე ადამიანის უფლებების დაცვის და სამართლიანობის უზრუნველყოფის მიზნით. იმისთვის, რომ გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების გავლენა საკანონმდებლო და სახელმწიფო პოლიტიკაზე, და აგრეთვე იმისთვის, რომ დაეხმაროს საზოგადოების ყველაზე დაუცველ ფენებს ხელი მიუწვდებოდეთ იურიდიულ მომსახურებაზე, PILnet-ი მსოფლიო მასშტაბით ავითარებს პრო ბონო იურიდიული მომსახურების პრაქტიკას. მიუხედავად იმისა, რომ იურისტები და იურიდიული ფირმები სულ უფრო მეტი მონდომებით ეწევიან უსასყიდლო იურიდიულ მომსახურებას, პრობლემად რჩება სამოქალაქო საზოგადოებასთან მათი უშუალო კავშირების ნაკლებობა. PILnet-ის მიერ სხვადასხვა ქვეყნებში ჩამოყალიბებული საკოორდინაციო ცენტრები სწორედ ამ კავშირების დამყარებას უწყობენ ხელს და ეხმარებიან ერთმანეთის პოვნაში ერთის მხრივ, პრო ბონო მომსახურების მიმწოდებელ იურისტებს, ხოლო მეორეს მხრივ, იმ ჯგუფებსა თუ ადამიანებს, ვისაც ესაჭიროება ეს მომსახურება.

View