დაგვიკავშირდით: +995 32 239 90 19
  • ენა: EN

რესურსები

ღონისძიებები

ავსტრალიის სამართლიანობის ხელმისაწვდომობის და პრო ბონო კონფერენცია

View Event

აზიის პრო ბონო კონფერენცია

აზიის პრო ბონო კონფერენციაზე იკრიბებიან მეცნიერები, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები, ადვოკატები, მოსამართლეები, პრო ბონო პროფესიონალები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რათა იმსჯელონ, თუ რა გზებით შეუძლიათ პრო ბონო ინიციატივებს გააძლიერონ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა როგორც აზიაში, ასევე მსოფლიო მასშტაბით. კონფერენციის ფარგლებში ერთმანეთს ენაცვლება ლექციები და მოხსნებები, საპანელო დისკუსიები და ინტერაქტიული სემინარები.

View Event

აზიის პრო ბონო ფორუმი

აზიის პრო ბონო ფორუმი რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც აერთიანებს აზიის რეგიონის იურიდიული ფაკულტეტების, ადვოკატთა ასოციაციების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გავლენიან ადვოკატებსა და პოლიტიკოსებს, რომლებსაც სწამთ, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტისთვის აზიასა და ინდონეზიაში აუცილებელია პრო ბონო მომსახურების სწრაფი განვითარება. ფორუმის მონაწილეები ერთიანდებიან ალიანსებში, ეცნობიან ერთმანეთის გამოცდილებას და ცდილობენ გამონახონ თანამშრომლობის ისეთი ფორმები, რომლებიც   საშუალებას მისცემს მათ მოაგვარონ რეგიონში მცხოვრები დაუცველი ჯგუფების ყველაზე მწვავე  პრობლემები.

View Event

გლობალური პრო ბონო კვირეული

პრო ბონო კვირეული  ყოველი წლის  ოქტომბრის ბოლო კვირაში აღინიშნება. კვირეული ეძღვნება პრო ბონო ეთიკის მიმდევარ იმ სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლებს, რომლებიც თავისი ნიჭის და უნარ-ჩვევების მეშვეობით ცდილობენ უბრალო ადამიანების ცხოვრებაში დადებითი ცვლილებების მოხდენას.  პრო ბონო კვირეულის დროს, პარტნიორები მსოფლიო მასშტაბით მართავენ სხვადასხვა აქტივობებს, მათ შორის პრო ბონო  ღონისძიებებს,  საკომუნიკაციო კამპანიებს სოციალურ მედიაში და სახსრების შეგროვებას პრო ბონო ბაზრის განვითარების მიზნით.  

View Event

გლობალური პრო ბონო სამიტი

გლობალური პრო ბონო სამიტი დახურული ტიპის ღონისძიებაა, რომელიც 2013 წლიდან ტარდება და რომელზე დასწრებაც მხოლოდ მოწვევის საფუძველზეა შესაძლებელი. სამიტზე იკრიბებიან მსოფლიოს სხვადასვხა ქვეყნის კომპანიების ხელმძღვანელები, პროფესიული მომსახურების ფირმები და პრო ბონო შუამავლები. სამიტის ფორმატი და ადგილმდებარეობა ყოველ წელს იცვლება დამსწრეთა საჭიროებებიდან გამომდინარე. სამიტის დროს იმართება ინტერაქტიული დისკუსიები და ჯგუფური სესიები  საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისა და ახალი, კრეატიული იდეების სტიმულირების მიზნით.

View Event

ევროპის პრო ბონო ფორუმი

PILnet-ის ყოველწლიური პრო ბონო ფორუმი ბოლო ცხრა წლის განმავლობაში სულ სხვადასხვა ადგილებში ტარდება, დაწყებული ბუდაპეშტიდან, ბერლინიდან, ვარშავიდან და დამთავრებული მადრიდით, პარიზით, ლონდონით, რომით და 2016 წელს ამსტერდამით. ფორუმის ამოცანაა წაახალისოს რაც შეიძლება მეტი იურისტი და იურიდიული ფირმა, რომ ჩაერთონ პრო ბონო ინიციატივებში, შეიტანონ თავიანთი წვლილი თემის განვითარებაში და გააუმჯობესონ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა. ინტერაქტიული სემინარების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებების და სტრუქტურირებული ქსელური მუშაობის მეშვეობით დამსწრეები -- იურიდიული ფირმების, კორპორაციების, საადვოკატო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იურიდიული ფაკულტეტების წარმომადგენლები ეცნობიან პრო ბონო თანამეგობრობას და ქმნიან ალიანსებს, რომლებსაც შუძლია მსოფლიო მასშტაბით სოციალური სამართლის კრიტიკული პრობლემების მოგვარება და ადამიანის უფლებების დაცვა. 

View Event

პრო ბონო ინსტიტუტის ყოველწლიური კონფერენცია

პრო ბონო ინსტიტუტის ყოველწლიური კონფერენცია საგანგებოდ მორგებულია  იურიდიული ფირმების ხელმძღვანელების და თანამშრომლების, ადვოკატების იურიდიული პრო ბონო მომსახურების ლიდერების ინტერესებზე, ითვალისწინებს მათ საჭიროებებს, რესურსებსა და პრობლემებს.

View Event

რუსეთის პრო ბონო ფორუმი

2016 წლის აპრილში გამართული რუსეთის პრო ბონო ფორუმმა შეკრიბა ადვოკატები, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, ადვოკატთა ასოციაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. ფორუმის მიზანი იყო პრო ბონო პრაქტიკაზე რეგიონალური პერსპექტივის წარმოდგენა, რუსეთში პრო ბონო მომსახურების განვითარების ძირითადი პრობლემების წარმოჩენა და იურიდიულ ფირმებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის პარტნიორობის წახალისება. 

View Event