დაგვიკავშირდით: +995 32 239 90 19
  • ენა: EN

სიახლეები

AXIS-ის კონსულტაცია "საჩხერეს სოციალურ კაფეს"

საჩხერეს სოციალური კაფეს და დეველოპერულ კომპანია აქსისს შორის მიმდინარეობს პრო ბონო პროექტი. ორგანიზაცია მდებარეობს საჩხერეს მუნიციპალიტეტში და ფუნქციონირებს, როგორც სოციალური საწარმო, როგორც ინოვაციური საშუალება, როგორც შშმ პირებისათვის და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებისათვის დასაქმების ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას. ამჟამად, სოციალურ კაფეში დასაქმებულია შშმ პირები და მათი ოჯახის წევრები. იმისათვის, რომ სოციალურმა კაფემ შეინარჩუნოს მდგრადობა და შეასრულოს სოციალური მისია, ორგანიზაცია გეგმავს საკუთარი ეზოს ტერიტორიაზე მოაწყოს ღია კაფე. დეველოპერული კომპანია აქსისი, საკუთარი  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, პრო ბონოდ ანუ უსასყიდლოდ ეხმარება საჩხერეს სოციალურ კაფეს გარე სივრცის დიზაინის შექმნასა და დაგეგმარებაში.

 

მედიატორი: პრო ბონო კონსულტირება ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მედიაციით "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.