დაგვიკავშირდით: +995 32 239 90 19
  • ენა: EN

სიახლეები

ACT-ის კონსულტაცია სოციალურ საწარმო "ბაბალეს"

საქართველოს სტარეტეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინიციატივით, მიმდინარეობს პრო ბონო პროექტი, სადაც „ეისითი"-ს თანამშრომლები მარკეტინგულ კონსულტაციას უწევენ სოციალურ საწარმო „ბაბალე“-ს. აღნიშნული პრო ბონო პროექტის ფარგლებში, სექტემბერში განხორციელდა და გრძელდება შეხვედრების სერია, რომლის საბოლოო მიზანია სოციალური საწარმო „ბაბალე“-ს მარკეტინგული სტარტეგიის გაუმჯობესება.

 

მედიატორი: პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს საქართველოს სტრატეგიული კვლვებისა და განვითარების ცენტრი პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.