დაგვიკავშირდით: +995 32 239 90 19
  • ენა: EN

სიახლეები

საქართველოს პრო ბონო ქსელის ყოველწლიური შეხვედრა

2017 წლის 1 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით გაიმართა "საქართველოს პრო ბონო ქსელის“ ყოველწლიური სამუშაო შეხვედრა. აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა გლობალური პრო ბონო კვირეულის ფარგლებში. შეხვედრის მიზანი იყო პრო ბონო ქსელის მთელი წლის საქმიანობის შეჯამება და სამომავლო გეგმების განხილვა.

წლევანდელი პრო ბონო ქსელის შეხვედრაზე პრო ბონო კომპანიებმა წარმოადგენეს საკუთარ პრო ბონო პროექტები, რომლებიც განახორციელეს 2017 წელს და ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარ გამოცდილება და ის გამომწვევები, რაც პრო ბონო პროექტების განხორციელების დროს შეხვდათ. კერძოდ კი, შეხვედრის დროს მოხდა შემდეგი კომპანიების პრო ბონო პროექტების წარდგენა: საქართველოს ბანკი, დეველოპერული კომპანია აქსისი, კორძაძის საადვოკატო ბიურო და სიფა, ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი "ეისითი", საკონსულტაციო კომპანია TBSC Consulting.

შეხვედრაზე ასევე მოხდა ახალი ვებ გვერდის - პრო ბონო საქართველოს www.probonogeorgia.ge -ს პრეზენტაცია ქსელის წევრებისათვის.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პრო ბონო ქსელი მუდმივად იზრდება და ვითარდება, ემატება ახალი წევრებიც. ეს წელიც არ არის გამონაკლისი და შეხვედრაზე საზეიმოდ მოხდა ახალი წევრების მიღება. წელს პრო ბონო ქსელს შეურთდა: პაშა ბანკი, APM Terminals Poti, საკონსულტაციო კომპანია PRoFit Lab, საკონსულტაციო კომპანია Georgian Progress Group.

პრო ბონო ქსელის შეხვედრა ჩატარდა პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.