დაგვიკავშირდით: +995 32 239 90 19
  • ენა: EN

სიახლეები

ევროპული პრო ბონო სამიტი 2017

ბუდაპეშტში, 18-20 ოქტომბერს გაიმართა რიგით მეორე ევროპული პრო ბონო სამიტი. სამიტი ორგანიზებულია გლობალური პრო ბონო ქსელის მიერ. „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ 2015 წლიდან აღნიშნული ქსელის წევრია. სამიტის მიზანი იყო, როგორც დამწყები ასევე პროფესიონალი პრო ბონო პროვაიდერებისთვის და შუამავალ ორგანიზაციებისთვის გაეცნო მიმდინარე სიახლეები და ადგილობრივი ან მულტინაციონალური პრო ბონო პროგრამების შექმნის და განხორციელების შესალებლობები. ასევე მოხდა სასარგებლო ინფორმაციის გაცვლა მონაწილეებს შორის, როგორიცაა პრო ბონო პროგრამების განხორციელების გზები და შედეგები. რა თქმა უნდა ამ ღონისძიების ფარგლებში სამიტის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

ღონისძიებას დაესწრო  CSRDG-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების პროგრამის კოორდინატორი, ლელა ხოფერია.

საქართველოში „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) ინიციატივით 2015 წელს დაარსდა „საქართველოს პრო ბონო ქსელი“, ფონდ MitOst e.V., ფონდ BMW Herbert Quandt-ისა და ფონდ Taproot-ის თანადგომით. საქართველოს პრო ბონო ქსელი" წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ.