დაგვიკავშირდით: +995 32 239 90 19
  • ენა: EN

სიახლეები

პრო ბონო მარათონი 2018-ის მოსამზადებელი შეხვედრა

 

2018 წლის 27 მარტს ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა პრო ბონო მარათონში მონაწილე ბიზნეს კომპანიებთან. პრო ბონო მარათონი ჩატარდება 2018 წლის მაისში და მისი მიზანია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის ვებ-გვერდის შექმნა. პრო ბონო მარათონში მონაწილეობას იღებს პრო ბონო ქსელის წევრი ბიზნეს კომპანიები: თიბისი ბანკი, ჯიპიაი ჰოლდინგი, ბანკი კრედო, საკონსულტაციო კომპანია - ACT, საქართველოს ბანკი, პაშა ბანკი, ვისოლი, საკონსულტაციო კომპანია PMCG.

შეხვედრისას განხილულ იქნა დაგეგმილი პრო ბონო მარათონის დეტალები და დაიგეგმა ბიზნეს კომპანიების საკონსულტაციო შეხვედრების სერია ბენეფიციარ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.

 

მედიატორი: პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.