დაგვიკავშირდით: +995 32 239 90 19
  • ენა: EN

სიახლეები

პრო ბონო მასტერკლასი თემაზე სოციალური მედიის მართვა და პრეს რელიზის შედგენა

საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრმა კომპანიამ Profit Lab-მა პრო ბონოდ გამართა მასტერლასი თემაზე - სოციალური მედიის მართვა და პრეს რელიზის შედგენა. მასტერკლასს ესწრებოდნენ პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში შექმნილი ათი რეგიონალური ჰაბის (საზოგადოებრივი ორგანიზაციის და სოციალური საწარმოს)  წარმომადგენლები. მასტერკალასის მიზანი იყო, რეგიონალური ჰაბების საჭიროებებზე მორგებული ინფორმაციის მიწოდება მათი წარმომადგენლებისათვის. მასტერკლასს წინ უძღვებოდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საჭიროებების კვლევა.

მედიატორი: პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.