დაგვიკავშირდით: +995 32 239 90 19
  • ენა: EN

სიახლეები

საქართველოს პრო ბონო ქსელის შეხვედრა

2018 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით გაიმართა საქართველოს პრო ბონო ქსელის ყოველწლიური სამუშაო შეხვედრა. აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა გლობალური პრო ბონო კვირეულის ფარგლებში. შეხვედრის მიზანი იყო პრო ბონო ქსელის მთელი წლის საქმიანობის შეჯამება და სამომავლო გეგმების განხილვა. 

წლევანდელი პრო ბონო ქსელის შეხვედრაზე კომპანიებმა წარმოადგენეს საკუთარ პრო ბონო პროექტები,რომლებიც განახორციელეს 2018 წელს და ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარ გამოცდილება და ის გამომწვევები, რაც პროექტების განხორციელების დროს შეხვდათ. კერძოდ კი, შეხვედრის დროს მოხდა შემდეგი კომპანიების პრო ბონო პროექტების წარდგენა: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მიკრო ბიზნეს კაპიტალი", ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი "ეისითი" და მისი მისი შვილობილი კომპანია ,,რემაინდერი", საკონსულტაციო კომპანია "Georgian Progress Group", საკონსულტაციო კომპანია "ProFit Lab", სარეკლამო კომპანია "Saatchi & Saatchi", პაშა ბანკი.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პრო ბონო ქსელი მუდმივად იზრდება და ვითარდება, ემატება ახალი წევრებიც. ეს წელიც არ არის გამონაკლისი და შეხვედრაზე საზეიმოდ მოხდა ახალი წევრების მიღება. წელს პრო ბონო ქსელს შეურთდა: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მიკრო ბიზნესს კაპიტალი", Retail Group Georgia, ფინკა ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "გირო კრედიტი".

"საქართველოს პრო ბონო ქსელი" ოფიციალურად დაარსდა 2015 წლის ოქტომბერში "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" ინიციატივით ფონდ MitOst e.V., ფონდ BMW Herbert Quandt-ისა და ფონდ Taproot-ის თანადგომით. "საქართველოს პრო ბონო ქსელი" წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ. 

შეხვედრის ბოლოს გაიმართა სემინარი თემაზე: მდგრადი განვითარების მიზნები და პრო ბონო სერვისები, სადაც განხილულ იქნა თუ რა წვლილი შეაქვთ პრო ბონო სერვისების განხორციელების გზით კომპნანიებს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.

პრო ბონო ქსელის შეხვედრა ჩატარდა პროექტის "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.