დაგვიკავშირდით: +995 32 239 90 19
  • ენა: EN

სიახლეები

საკონსულტაციო კომპანია Progress Group-ის პრო ბონო მასტერკლასი

22 თებერვალს, საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრმა საკონსულტაციო კომპანიამ Georgian Progress Group-მა გამართა პრო ბონო მასტერკლასი თემაზე - ლიდერობა. მასტერკლასი გაიმართა რეგიონული სათემო ორგანიზაციებისა და სოციალური საწარმოს წარმომადგენელი ლიდერი ქალების გაძლიერების მიზნით. მასტერკლასს Georgian Progress Group-ის დამფუძნებელი გიორგი ბურდული წარუძღვა.

შეგახსენებთ, რომ "საქართველოს პრო ბონო ქსელი" წარმოადგენს კომპანიების გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ.

მედიატორი: პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.