დაგვიკავშირდით: +995 32 239 90 19
  • ენა: EN

სიახლეები

პრო ბონო მარათონი 2019

2019 წლის 20 მაისს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის და საქართველოს პრო ბონო ქსელის ორგანიზებით, გაიმართა პრო ბონო ქსელის და მისი პარტნიორების პრო ბონო მარათონი. მარათონის ფარგლებში, პრო ბონო ქსელის წევრმა და პარტნიორმა 6 ბიზნესს კომპანიის თანამშრომლებმა საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე ორგანიზაციების Facebook გვერდებზე იმუშავეს სრულიად უსასყიდლოდ. მარათონს წინ უძღოდა მოსამზადებელი სამუშაოები, რაც მოიცავდა ბენეფიციარ ორგანიზაციებს და პრო ბონო კომპანიებს შორის შეხვედრებს, რათა გამოევლინათ სოციალურ მედიასთან დაკავშირებული საჭიროებები და პრობლემები. მარათონის მსვლელობისას კი სოციალური მედიის მენეჯერების, დიზაინერების და მარკეტინგის მენეჯერებისაგან შემდგარმა 6 გუნდმა იმუშავა 6 სოციალური საწარმოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციის სოციალური მედიის (Facebook) გვერდის მოსაწესრიგებლად. 

პრო ბონო პროვაიდერები იყვნენ "საქართველოს პრო ბონო ქსელის" წევრი კომპანიები, კერძოდ: პაშა ბანკი, სადაზღვევო კომპანია "ჯი პი აი ჰოლდინგი", საკონსულტაციო კომპანია "Profit Lab", ფინკა ბანკი და მიკრო საფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი". აგრეთვე, მარათონში მონაწილეობდა ქსელის პარტნიორი ორგანიზაცია: საკონსულტაციო კომპანია Yellow Flamingo. პრო ბონო მარათონში მონაწილეობდნენ შემდეგი ბენეფიციარი ორგანიზაციები: სოციალური საწარმო "იალონი", ხაბუმეს ქალთა საინიციატივო ჯგუფი, სათემო კავშირი "ნუკრიანი", სოციალური საწარმო "პოტერია", სათემო განვითარების ცენტრი "აისი", სოციალური საწარმო "თლილი".