დაგვიკავშირდით: +995 32 239 90 19
  • ენა: EN

სიახლეები

საქართველოს პრო ბონო ქსელს ახალი წევრი ჰყავს

საკონსულტაციო კომპანია RSM შემოუერთდა საქართველოს პრო ბონო ქსელს.  RSM-ი რეიტინგით რიგით მე-6 ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო ქსელია. ქსელს 120 ქვეყანაში ჰყავს წარმომადგენლობა, მათ შორის წარმოდგენილია მსოფლიოს 40 ყველაზე მსხვილ ბიზნეს ცენტრში. კომპანიის 800 ოფისში, რომლებიც განთავსებულია ამერიკაში, ევროპაში, აფრიკასა და აზიაში, დასაქმებულია 43,000-ზე მეტი  პროფესიონალი.

საქართველოს პრო ბონო ქსელი ოფიციალურად დაარსდა 2015 წლის ოქტომბერში "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" ინიციატივით ფონდ MitOst e.V., ფონდ BMW Herbert Quandt-ისა და ფონდ Taproot-ის თანადგომით. "საქართველოს პრო ბონო ქსელი" წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ.