დაგვიკავშირდით: +995 32 239 90 19
  • ენა: EN

სიახლეები

RSM Georgia-ს პრო ბონო მასტერკლასი

1 ნოემბერს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის და საქართველოს პრო ბონო ქსელის ორგანიზებით, RSM Georgia-მ ჩაატარა პრო ბონო მასტერკლასი ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის თემაზე "გადასახადები, ფინანსური და საგრანტო აუდიტი". მასტერკლასის მიზანი იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის მიეწოდებინა საჭირო ინფორმაცია და სიახლეები გადასახადებთან, ფინანსურ და საგრანტო აუდიტთან დაკავშირებით. 

აღნიშნული მასტერკლასი გლობალური პრო ბონო კვირეულის ფარგლებში გაიმართა. უკვე მეოთხე წელია, CSRDG პრო ბონო კვირეულის მასპინძელია საქართველოში.

RSM-ი რეიტინგით რიგით მე-6 ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო ქსელია. ქსელს 120 ქვეყანაში ჰყავს წარმომადგენლობა, მათ შორის წარმოდგენილია მსოფლიოს 40 ყველაზე მსხვილ ბიზნეს ცენტრში. კომპანიის 800 ოფისში, რომლებიც განთავსებულია ამერიკაში, ევროპაში, აფრიკასა და აზიაში, დასაქმებულია 43,000-ზე მეტი  პროფესიონალი. 

RSM Georgia საქართველოს პრო ბონო ქსელს შეუერთდა წელს. საქართველოს პრო ბონო ქსელი ოფიციალურად დაარსდა 2015 წლის ოქტომბერში "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" ინიციატივით ფონდ MitOst e.V., ფონდ BMW Herbert Quandt-ისა და ფონდ Taproot-ის თანადგომით. "საქართველოს პრო ბონო ქსელი" წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ. 

მედიატორი: პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი. ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.