დაგვიკავშირდით: +995 32 239 90 19
  • ენა: EN

სიახლეები

MBC პრო ბონო კონსულტაცია

მორიგი პრო ბონო კონსულტაცია დასრულდა წარმატებით. კერძოდ, მიკრო საფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სის" ადამიანური რესურსების მართვის ექსპერტმა - რეზო ხარაბაძემ კონსულტაცია ჩაუტარა ასოციაცია "ანიკა"-ს ადამიანური კაპიტალის მართვის საკითხებში. კონტულაცია მოიცავდა შეხვედრებს და ონლაინ კომუნიკაციას. კონსულტაციის შედეგად: გაანალიზდა "ანიკას" შრომითი განაწესი, რომელიც მოიცავდა ადამიანური რესურსების მართვის გარკვეულ ასპექტებს, ასევე გაანალიზდა და რეკომენდაციები გაიცა ადამიანური რესურსების მართვის პროცედურათა კრებულზე. მოხდა "ანიკას"ადამიანური რესურსების პროცედურების, ფორმების, დოკუმენტების კვლევა, რომლის საფუძველზე შემუშავდა ორგანიზაციის შიდა მოხმარების დოკუმენტი: ადამიანური კაპიტალის შეფასების ფორმა, რომელიც მორგებულია უშუალოდ ასოციაციის სპეციფიკას. ასევე, ჩატარდა სემინარი, სადაც "ანიკას" თანამშრომლები გაეცნენ ორგანიზაციის შიდა განაწესს, შიდა პროცედურებს და ფორმებს. 

მედიატორი: პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი. ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.