სიახლეები

25/10/2016

პრო ბონო ქსელის ერთი წლის მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა

25 ოქტომბერს პრო ბონო ქსელის ერთი წლის მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მასპინძელი იყო ქსელის წევრი, თიბის ბანკი. შეხვედრაში მონაწილეობდენ როგორც ქსელის წევრები, ასევე იმ კომპანიათა წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებული არიან ქსელის მუშაობით და განიხილავენ გაწევრიანების შესაძლებლობას.

შეხვედრაზე განიხილეს განვლილი წლის განმავლობაში ქსელის წევრი კომპანიების მიერ განხორციელებული პრო ბონო პროექტები და დასახეს სამომავლო გეგმები, მათ შორის პრო ბონო ვებგვერდის შექმნა, მოახლოებული პრო ბონო მარათონი. აგრეთვე საზეიმოდ მიიღეს ქსელის ახალი წევრები. შეხვედრა გაიმართა საერთაშორისო პრო ბონო კვირეულის ფარგლებში.