სიახლეები

08/06/2017

პრო ბონო შეხვედრა

2017 წლის 8 ივნისს, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით, ჩატარდა პრო ბონო პროგრამებში ჩართული კომპანიების და სოციალური საწარმოების შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობდა შვიდი სოციალური საწარმო (კოდალა, ბემონი, იკორთა, ეთნოდიზაინი, ბაბალე, ფარშევანგი და ავტოლაიფი) და სამი სარეკლამო სააგენტო (Holmes&Watson, Betterfly and Saatchi&Saatchi).

შეხვედრაზე თითოეულმა სოციალურმა საწარმომ წარმოადგინა პრეზენტაცია იმის შესახებ, თუ როგორ განახორციელა პრო ბონო პროგრამების ფარგლებში მიღებული რეკომენდაციები, რა შედეგებს მიაღწია, რა სირთულეები შეხვდა, და მიიღო უკუკავშირი დამსწრე სარეკლამო კომპანიებისაგან.