სიახლეები

20/05/2017

TBSC Consulting-ის კონსულტაცია "კოდალას"

კომპანია TBSC Consulting-ი, რომელიც პრო ბონო საქართველოს ქსელის წევრია, საკუთარი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში პრო ბონო კონსულტაციას უწევს სოციალურ საწარმო "კოდალას", რომელსაც დასაქმებული ჰყავს შშმ პირები. „კოდალას“ საჭიროებებიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს ხელნაკეთი პროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობების კვლევა. აღნიშნული კვლევის საფუძველზე, კოდალა გეგმავს საკუთარი პროდუქციის საქართველოს ფარგლებს გარეთ რეალიზაციას.

მედიატორი: პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს საქართველოს სტრატეგიული კვლვებისა და განვითარების ცენტრი პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.