სიახლეები
11/12/2017
პაშა ბანკის პრო ბონო კონსულტაცია სოციალურ საწარმო კოდალას
დასრულდა პაშა ბანკის პრო ბონო კონსულტაცია სოციალური საწარმო “კოდალასთვის”. კონსულტაცია მოიცავდა შეხვედრების სერიას და მუდმივ კომუნიკაციას პაშა ბანკის მარკეტინგის გუნდსა და სოციალურ საწარმო „კოდალას“ შორის; კონსულტაციის შედეგად შეიქმნა ელექტრონული და ციფრული კატალოგი. კონსულტაციის შესახებ დეტალური ინფო იხილეთ აქ.
პაშა ბანკი წელს შემოუერთდა საქართველოს პრო ბონო ქსელს და მისთვის ეს პირველი პრო ბონო პროექტია.
მედიატორი: პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.

