სიახლეები

07/12/2017

სემინარი კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის სტანდარტების და პრო ბონო სერვისების შესახებ

22 ნოემბერს, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო სემინარი ასოციაციის წევრებისათვის, რომელიც მიეძღვნა კლიენტთა უფლებების დაცვის საერთაშორისო პრაქტიკას და სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტებს მიკროსაფინანსო სექტორში. სემინარს უძღვებოდა ასოციაციის ეთიკისა და სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტის თავმჯდომარე მალხაზ ძაძუა (მისო “კრისტალის” აღმასრულებელი დირექტორი) და CSRDG-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების პროგრამის კოორდინატორი - ლელა ხოფერია.