სიახლეები
11/09/2018
საქართველოს პრო ბონო ქსელს ახალი წევრი ჰყავს
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გირო კრედიტი შემოუერთდა საქართველოს პრო ბონო ქსელს
საქართველოს პრო ბონო ქსელი ოფიციალურად დაარსდა 2015 წლის ოქტომბერში "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" ინიციატივით ფონდ MitOst e.V., ფონდ BMW Herbert Quandt-ისა და ფონდ Taproot-ის თანადგომით. "საქართველოს პრო ბონო ქსელი" წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ.

