სიახლეები
26/02/2019
საკონსულტაციო კომპანია Progress Group-ის პრო ბონო მასტერკლასი
22 თებერვალს, საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრმა საკონსულტაციო კომპანიამ Georgian Progress Group-მა გამართა პრო ბონო მასტერკლასი თემაზე - ლიდერობა. მასტერკლასი გაიმართა რეგიონული სათემო ორგანიზაციებისა და სოციალური საწარმოს წარმომადგენელი ლიდერი ქალების გაძლიერების მიზნით. მასტერკლასს Georgian Progress Group-ის დამფუძნებელი გიორგი ბურდული წარუძღვა.
შეგახსენებთ, რომ "საქართველოს პრო ბონო ქსელი" წარმოადგენს კომპანიების გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ.
მედიატორი: პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი. ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.