Best Practices   -  Lecturing and Training

პრო ბონო ვორქშოპი თემაზე სამუშაოს მოძიების უნარები და გასაუბრების ტექნიკები, 9 დეკემბერი, 2021 წელი

პრო ბონო კომპანია: თი ბი სი ბანკი

ბენეფიციარი: ოზურგეთის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი

ოზურგეთის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი შეიქმნა პროექტის "უნარების განვითარება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" ფარგლებში.

სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრების მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივ სამუშაოს მაძიებლებს განავითარონ უნარები და გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. ცენტრების ბაზაზე ეტაპობრივად შემუშავდება სასწავლო პროგრამები, ტრენინგები და სემინარები, რომლებიც გაითვალისწინებს, როგორც დასაქმების ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს, ასევე იმ ადამიანების სურვილებსა და საჭიროებებს ვინც დასაქმების ცენტრს მიმართავს.

საჭიროების აღწერა:

ოზურგეთის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის ერთ-ერთ ბენეფიციარ ჯგუფს წარმოადგენს დასაქმების მაძიებელი ადამიანები, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით და დასაქმდნენ მათთვის საინტერესო და სასურველ ორგანიზაციებში თუ ბიზნეს კომპანიებში. იმისთვის, რომ ცენტრის ბენეფიციარებს გაუადვილდეთ შრომით ბაზარზე სამუშაოს მოძიება და ინტეგრაცია, სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი აღნიშნულ ბენეფიციარებს სთავაზობს ტრენინგების მოდულს თემაზე: "სამუშაოს მოძიების უნარები და გასაუბრების ტექნიკები".

ჩატარებული სამუშაო:

2021 წლის 9 დეკემბერს, თიბისი ბანკის ტალანტების მართვის გუნდის ლიდერმა - ლელა თოფურიამ ჩაატარა პრო ბონო ვორქოშფი ოზურგეთის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის ბენეფიციარებისათვის თემაზე: "სამუშაოს მოძიების უნარები და გასაუბრების ტექნიკები". მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია წარმატებული გასაუბრების ტექნიკების შესახებ. აგრეთვე, შეხვედრის დროს გაიარეს გასაუბრების სიმულაცია, რაც დაეხმარებათ მათ მომავალში გასაუბრების ეტაპის წარმატებით გავლაში.

პრო ბონო მედიაციის შედეგი:

პრო ბონო ვორქშოფი თემაზე: სამუშაოს მოძიების უნარები და გასაუბრების ტექნიკები.

მედიატორი:

პრო ბონო ვორქშოფს მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.