ვებგვერდის შესახებ

ეს ვებგვერდი შექმნილია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ, რომელიც ახორციელებს პრო ბონოს განვითარების პროგრამას.

ვებგვერდის მიზანია დაეხმაროს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებსა და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებს, დაუკავშირდნენ სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ჩვენი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან სოციალურ თუ გარემოსდაცვით პრობლემებზე, საექსპერტო დახმარება გაუწიონ მათ (ანუ მიაწოდონ პრო ბონო სერვისები) და ამ გზით წვლილი შეიტანონ აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში (იხ. ბმული: მედიაციის ინიციატივა).

ვებგვერდზე წარმოდგენილია სასარგებლო რჩევები და ინფორმაცია, რომლებიც დაეხმარება კომპანიებს პრო ბონო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში, ხოლო სამოქალაქო ორგანიზაციებს – პრო ბონო დახმარების მისაღებად პრობლემების იდენტიფიკაციასა და მოთხოვნის ჩამოყალიბებაში.

აქ თქვენ ასევე ნახავთ საინტერესო ინფორმაციას, სხვადასხვა პუბლიკაციასა თუ სასარგებლო ბმულს პრო ბონოს კონცეფციის, მოდელებისა და მისი განხორციელების ფორმების შესახებ (იხ. ბმულები: პრო ბონოს შესახებ; საკითხები და მოდელები; რესურსები), გაეცნობით სიახლეებს, თუ რა ხდება პრო ბონოს სფეროში საქართველოსა თუ ზოგადად, მსოფლიოს მასშტაბით (იხ. ბმულები: საქართველოს პრო ბონო ქსელი; გლობალური პრო ბონო ქსელი), აგრეთვე გაიგებთ, რას აკეთებენ სხვა პროფესიონალები და კომპანიები მათი საქმიანობის საუკეთესო მაგალითების გაცნობის გზით (იხ. ბმულები: საუკეთესო მაგალითები).