რესურსები

ღონისძიებები

აზიის პრო ბონო კონფერენცია

აზიის პრო ბონო კონფერენციაზე იკრიბებიან მეცნიერები, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები, ადვოკატები, მოსამართლეები, პრო ბონო პროფესიონალები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რათა იმსჯელონ, თუ რა გზებით შეუძლიათ პრო ბონო ინიციატივებს გააძლიერონ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა როგორც აზიაში, ასევე მსოფლიო მასშტაბით. კონფერენციის ფარგლებში ერთმანეთს ენაცვლება ლექციები და მოხსნებები, საპანელო დისკუსიები და ინტერაქტიული სემინარები.

იხილეთ ღონისძიება

გლობალური პრო ბონო ფორუმი

PILnet-ის გლობალური პრო ბონო ფორუმი ყოველწლიურად სხვადასხვა ქალაქში ტარდება დაწყებული ბუდაპეშტიდან, ბერლინიდან, ვარშავიდან და დამთავრებული მადრიდით, პარიზით, ლონდონით, რომით, ამსტერდამით, ჰონგ კონგით, ბანგკოკით, ბალით და მოსკოვით. ფორუმის ამოცანაა წაახალისოს რაც შეიძლება მეტი იურისტი და იურიდიული ფირმა, რომ ჩაერთონ პრო ბონო ინიციატივებში, შეიტანონ თავიანთი წვლილი თემის განვითარებაში და გააუმჯობესონ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა. ინტერაქტიული სემინარების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებების და სტრუქტურირებული ქსელური მუშაობის მეშვეობით დამსწრეები - იურიდიული ფირმების, კორპორაციების, საადვოკატო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იურიდიული ფაკულტეტების წარმომადგენლები ეცნობიან პრო ბონო თანამეგობრობას და ქმნიან ალიანსებს, რომლებსაც შუძლია მსოფლიო მასშტაბით სოციალური სამართლის კრიტიკული პრობლემების მოგვარება და ადამიანის უფლებების დაცვა. თავდაპირველად ფორუმი ტარდებოდა ევროპის მასშტაბით,  პრო ბონო კონცეფცია ევროპაში ჯერ კიდევ მოკრძალებული იყო. შემდგომ ფორუმი გლობალური მასშტაბის გახდა და დღეს, ის ტარდება გლობალური პრო ბონო ფორუმის სახელწოდებით.

იხილეთ ღონისძიება

ავსტრალიის სამართლიანობის ხელმისაწვდომობის და პრო ბონო კონფერენცია

კონფერენცია დაარსდა 2000 წელს სახელწოდებით "ავსტრალიის პრო ბონო კონფერენცია". მოგვიანებით, 2006 წელს კონფერენციამ შეიცვალა სახელწოდება გახდა "ავსტრალიის სამართლიანობის ხელმისაწვდომობის და პრო ბონო კონფერენცია". ღონისძიების ორგანიზატორია ავსტრალიის პრო ბონო ცენტრი და ავსტრალიის იურიდიულ საბჭო სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. კონფერენცია აერთიანებს დელეგატებს სამართლის სხვადასხვა სფეროდან, კერძოდ: ადვოკატებს, მოსამართლეებს, მთავრობის წარმომადგენლებს, აკადემიკოსებს და სტუდენტებს. კონფერენციის პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა საჭირბოროტო სამართლებრივი საკითხების განხილვას. ღონისძიებაზე წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მომხსნებლები.

იხილეთ ღონისძიება

გლობალური პრო ბონო სამიტი

გლობალური პრო ბონო სამიტი დახურული ტიპის ღონისძიებაა, რომელიც 2013 წლიდან ტარდება და რომელზე დასწრებაც მხოლოდ მოწვევის საფუძველზეა შესაძლებელი. სამიტზე იკრიბებიან მსოფლიოს სხვადასვხა ქვეყნის კომპანიების ხელმძღვანელები, პროფესიული მომსახურების ფირმები და პრო ბონო შუამავლები. სამიტის ფორმატი და ადგილმდებარეობა ყოველ წელს იცვლება დამსწრეთა საჭიროებებიდან გამომდინარე. სამიტის დროს იმართება ინტერაქტიული დისკუსიები და ჯგუფური სესიები  საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისა და ახალი, კრეატიული იდეების სტიმულირების მიზნით.

იხილეთ ღონისძიება

გლობალური პრო ბონო კვირეული

პრო ბონო კვირეული  ყოველი წლის  ოქტომბრის ბოლო კვირაში აღინიშნება. კვირეული ეძღვნება პრო ბონო ეთიკის მიმდევარ იმ სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლებს, რომლებიც თავისი ნიჭის და უნარ-ჩვევების მეშვეობით ცდილობენ უბრალო ადამიანების ცხოვრებაში დადებითი ცვლილებების მოხდენას.  პრო ბონო კვირეულის დროს, პარტნიორები მსოფლიო მასშტაბით მართავენ სხვადასხვა აქტივობებს, მათ შორის პრო ბონო  ღონისძიებებს,  საკომუნიკაციო კამპანიებს სოციალურ მედიაში და სახსრების შეგროვებას პრო ბონო ბაზრის განვითარების მიზნით.  

იხილეთ ღონისძიება

პრო ბონო ინსტიტუტის ყოველწლიური კონფერენცია

პრო ბონო ინსტიტუტის ყოველწლიური კონფერენცია საგანგებოდ მორგებულია  იურიდიული ფირმების ხელმძღვანელების და თანამშრომლების, ადვოკატების იურიდიული პრო ბონო მომსახურების ლიდერების ინტერესებზე, ითვალისწინებს მათ საჭიროებებს, რესურსებსა და პრობლემებს.

იხილეთ ღონისძიება