სარგებელი კომპანიებს

კარგად დაგეგმილი პრო ბონო პროგრამა არის ნაკლებად ხარჯიანი, მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე ინიციატივა, რომელსაც მრავალი დადებითი შედეგი მოაქვს კომპანიისათვის

სარგებელი კომპანიებს

პრო ბონო პროგრამები მიიჩნევა მაღალი კორპორატიული კულტურის მაჩვენებლად. გარდა საზოგადოებისათვის მოტანილი სარგებლისა, პრო ბონო პროგრამა მრავალი სხვადასხვა დადებითი შედეგის მომტანია კომპანიებისთვისაც. ეს დადებითი შედეგები სამ ძირითად კატეგორიად შეიძლება დაჯგუფდეს:

კომპანიის პოზიტიური იმიჯის ჩამოყალიბება და საზოგადოებასთან ურთიერთობის გაუმჯობესება

გაიგე მეტი

ადამიანური რესურსების ეფექტური მართვა და შიდაკორპორატიული ურთიერთობების გაუმჯობესება

გაიგე მეტი

  • პრო ბონო პროგრამები აუმჯობესებენ თანამშრომელთა შორის ურთიერთობას და შიდაკორპორატიულ კლიმატს
  • პრო ბონო პროგრამები ზრდიან თანამშრომელთა მოტივაციას და კომპანიისადმი ლოიალურ დამოკიდებულებას – თანამშრომლებს ეამაყებათ ისეთ კომპანიაში მუშაობა, რომელიც საზოგადოებრივად სასიკეთო პროგრამებს ახორციელებს და ეამაყებათ, რომ უშუალოდ მონაწილეობენ ამგვარ პროგრამებში
  • პრო ბონო პროგრამები ხელს უწყობენ კომპანიაში კვალიფიციური კადრების მოზიდვას.

თანამშრომელთა პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება და ინოვაციების შესაძლებლობები

გაიგე მეტი

  • თანამშრომელთა ცოდნისა და პროფესიული უნარების გამოყენება ახალ, უჩვეულო გარემოში, განსხვავებულ მიზნებთან მიმართებით ხელს უწყობს კრეატიული აზროვნებისა და ინოვაციური მიდგომების ჩამოყალიბებას.
  • პრო ბონო პროგრამებში მონაწილეობა თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისა და პრაქტიკული უნარების დახვეწის ეფექტური საშუალებაა.
  • პრო ბონო პროგრამებში ჩართული კომპანიების HR მენეჯერთა აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ პრო ბონო პროგრამები აუმჯობესებს თანამშრომლეთა ლიდერობის, ზეპირი პრეზენტაციისა და კლიენტებთან ურთიერთობის უნარებს