არაკომერციული ორგანიზაციებისათვის: გჭირდებათ პრო ბონო დახმარება?

თუ თქვენ ხართ საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე არაკომერციული ორგანიზაცია, მაგალითად, სამოქალაქო ორგანიზაცია, სათემო ორგანიზაცია, სოციალური საწარმო, და გჭირდებათ პრო ბონო კონსულტაცია კონკრეტულ საკითხზე, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და/ან დაგვიკავშირდით.

როგორ მივიღოთ პრო ბონო დახმარება?


პრო ბონოს წარმატების ძირითადი პრინციპები

პრო ბონო პროექტების მიმიდინარეობისას შეიძლება გაჩნდეს ბევრი პრობლემა და დაბრკოლება. გვინდა გაგიზიაროთ ბოლო წლების განმავლობაში ამ თვალსაზრისით დაგროვილი გამოცდილება.

  • პრინციპი პირველი: გააცნობიერეთ და განსაზღვრეთ თქვენი საჭიროებები. პროაქტიულად მოიძიეთ პრო ბონო სერვისების მომწოდებლები, გამომდინარე თქვენი ორგანიზაციის პრიორიტეტებიდან.
  • პრინციპი მეორე: შეუსაბამეთ კონკრეტული რესურსი კონკრეტულ საქმეს. წარმატებულ პრო ბონო პროექტებში ადამიანური რესურსები, პროცესები და მასშტაბები ზუსტად უნდა ესადაგებოდეს თქვენს კონკრეტულ საჭიროებებს.
  • პრინციპი მესამე: დასახეთ რეალისტური ვადები პრო ბონო პროექტებისთვის. კარგად დაფიქრდით, თუ რომელ პროექტებს სჯობს რომ მოკიდოთ ხელი -- ძალიან მცირე ამოცანების შესრულებაც კი ზოგჯერ საკმაო დროს საჭიროებს, და პრო ბონო ძალიან იშვიათადაა ეფექტური მიდგომა სასწრაფო პრობლემების მოგვარებისას.
  • პრინციპი მეოთხე: პრო ბონო კონსულტანტებთან მოიქეცით როგორც კლიენტი, რომელიც იხდის. თუ გსურთ, რომ პრო ბონო კონსულტანტებმა იმუშაონ თქვენთან ისევე, როგორც „ფასიან“ კლიენტებთან მუშაობენ, მოექეცით მათ, როგორც კლიენტი, რომელიც იხდის მომსახურების საფასურს. ეს ნიშნავს, რომ საქმეს უნდა სრული სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით მოეკიდოთ.
  • პრინციპი მეხუთე: სწავლის პროცესი ორმხრივია. ნებისმიერი პრო ბონო პროექტი პარტნიორობაა: თქვენ უზიარებთ პრო ბონო კონსულტანტს თქვენი ორგანიზაციის, თქვენი სფეროს გამოცდილებას და ცოდნას, ხოლო პრო ბონო კონსულტანტი გთავაზობთ ქმედით ექსპერტიზას და ახლებურ ხედვას.

როგორ გავხადოთ პრო ბონო პროექტი წარმატებული?

პროექტის დაწყებამდე

  • გამოყავით საკმარისი დრო, რათა უამბოთ პრო ბონო კონსულტანტს თქვენს ორგანიზაციასა და საქმიანობაზე;
  • წინასწარ შეუთანხმეთ პრო ბონო კონსულტანტს, რა ტიპის საბუთები უნდა მოამზადოთ და შეაგროვოთ მუშაობის პროცესში;
  • დასახეთ რეალისტური მიზნები.

პროექტის მსვლელობისას

  • ჩაერთეთ პროექტში თქვენს გუნდთან ერთად;
  • გაუზიარეთ კონსულტანტს ყველა საჭირო საბუთი;
  • აჩვენეთ მას, რომ ენდობით; მიეცით საშუალება ისარგებლოს შიდა სამუშაო სივრცით და ონლაინ რესურსებით;
  • მიეცით საშუალება პრო ბონო მოხალისეს გაიზიაროს თქვენი ორგანიზაციის მისიასთან დაკავშირებული ენთუზიაზმი;
  • შეინარჩუნეთ რეგულარული და ნათელი კომუნიკაცია (1) პრო ბონო კონსულტანტთან, (2) თქვენი გუნდის წევრებთან და (3) პრო ბონო პროექტის შუამავალ ორგანიზაციასთან;
  • შეხვდით კრიტიკულ შენიშვნებს კეთილგანწყობილად - იყავით ღია განსხვავებული შეხედულებების და ხედვების მიმართ;
  • იურთიერთეთ პრო ბონო კონსულტანტთან იმავე დონეზე და იგივე პროფესიული განწყობით, როგორც ჩვეულებრივ საქმიან სიტუაციაში;
  • დაეხმარეთ პრო ბონო კონსულტანტს, რათა მან მის საკუთარი მიზნებსაც მიაღწიოს.

პროექტის შემდგომ

  • მადლიერების მარტივი გამოხატვა ყველაზე ძვირფასია (მაგალითად, დაპატიჟება სადილზე, ვიდეო შეტყობინების ან ყვავილების თაიგულის გაგზავნა);
  • თუ თქვენი თანამშრომლობა ნაყოფს გამოიღებს, შეატყობინეთ ამის შესახებ კონსულტანტს, ასევე შუამავალ ორგანიზაციას;
  • მოუყევით სხვებს პრო ბონო კონსულტანტის მიერ შესრულებული საქმის შესახებ;
  • დაპატიჟეთ კონსულტანტი ღონისძიებებზე;
  • განიხილეთ თქვენს მრჩეველთა საბჭოში მისი გაწევრიანების შესაძლებლობა.

მოცემული რეკომენდაციები ეფუძნება საკონსულტაციო ორგანიზაციების თაპრუთისა და პრობონეოს მიერ შემუშავებულ მასალებს.იხ: https://www.taprootfoundation.org/get-probono/pro-bono-101/tips-good-pro-bono

როგორ შევარჩიოთ საჭიროება პრო ბონო დახმარებისათვის

ალბათ თქვენ ფიქრობთ რამდენიმე პროექტზე, რომლებიც წაადგებოდა თქვენს ორგანიზაციას მისი მისიის შესრულებაში, მაგრამ ყველა პროექტი ვერ მოგვარდება პრო ბონო მიდგომით. გამოიყენეთ შემდეგი კრიტერიუმები რათა განსაზღვროთ, რომელი პროექტია ყველაზე შესაბამისი პრო ბონო ჩარევისთვის.

  • მასშტაბი. შეგიძლიათ თუ არა გარკვევით განსაზღვროთ ის კონკრეტული საქმიანობა რომელიც უნდა შესრულდეს პროექტის ფარგლებში? დარწმუნებული ხართ, რომ ის არ შეიცვლება დროთა განმავლობაში?
  • რამდენად სასწრაფოა? როდის უნდა დასრულდეს პროექტი? რა შედეგები მოყვება ვადების დარღვევას?
  • საჭირო ცოდნა. რა უნდა იცოდეს თქვენი ორგანიზაციის და თქვენი საქმიანობის სფეროს შესახებ პრო ბონო კონსულტანტ(ებ)მა? დარწმუნდით, რომ პროექტის მოსალოდნელი შედეგები ნამდვილად ღირს ძალისხმევად, რომელსაც ამ ცოდნის მიწოდებაზე დახარჯავთ.
  • პერსონალის და გამგეობის მზაობა. რამდენად მზადაა ორგანიზაციის თანამშრომელთა გუნდი და გამგეობის წევრები ამ პროექტის პრო ბონო მიდგომით შესასრულებლად? ექნებათ თუ არა მათ დრო, რომ ჩაერთონ პროექტში? ექნებათ თუ არა მათ დრო პროექტის შედეგების განხორციელებისთვის?

მოცემული რეკომენდაციები ეფუძნება საკონსულტაციო ორგანიზაციის თაპრუთის მიერ შემუშავებულ მასალებს.იხ: https://www.taprootfoundation.org/get-probono/pro-bono-101/tips-good-pro-bono