ქსელში გაწევრიანება
მოხარული ვართ, რომ დაინტერესდით საქართველოს პრო ბონო ქსელით. ქსელი მიესალმება კომპანიებს, რომლებიც ზრუნავენ საზოგადოების კეთილდღეობაზე პრო ბონო სერვისების გზით. ქსელში გაწევრიანება მარტივია. გაეცანით და მისდიეთ გაწევრიანების სახელმძღვანელოს ქვემოთ. თუ დამატებით შეკითხვები გექნებათ, დაგვიკავშირდით
ქსელის წევრობის კრიტერიუმები
ქსელი ღიაა ყველა კომპანიისათვის, რომელიც აცნობიერებს: სოციალური სოლიდარობის მნიშვნელობას, საკუთარ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და მიზნად ისახავს საკუთარი ექსპერტიზა ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე არამომგებიანი ორგანიზაციებისათვის პრო ბონო სერვისების გზით.
ქსელში ჩასართავად ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
კომპანიები, რომლებიც წარმოადგენენ მორალურად საორჭოფო/მიუღებელ, საზოგადოებაზე ან გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის მქონე სექტორებს - სათამაშო ბიზნესი, თამბაქოს ინდუსტრია, იარაღის წარმოება და ვაჭრობა და ა. შ. - არ განიხილებიან.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
- წევრმა კომპანიამ უნდა გამოყოს ერთი თანამშრომელი, რომელიც იქნება საკონტაქტო პირი პრო ბონო საკითხებზე
- კომპანიის სახელი და ლოგო, ასევე ინფორმაცია განხორციელებული პრო ბონო პროგრამების შესახებ, წარმოდგენილი იქნება ქსელის ვებგვერდზე (www.probonogeorgia.ge )
- ამჟამად, არ არის დაწესებული ქსელის წევრობის გადასახადი (ქსელის წევრობა უფასოა)
ქსელში გაწევრიანების პროცედურა
თუ თქვენ გსურთ გახდეთ საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრი, მიჰყევით ქვემოთ აღწერილ მარტივ სააპლიკაციო პროცესს:
ჩვენგან მიიღებთ (ქსელის სახელით, CSRDG-ის აღმასრულებელი დირექტორი გამოგიზავნით) გაწევრიანების დამადასტურებელ ოფიციალურ წერილს, ქსელის წევრობის სერტიფიკატს და ქსელის წევრის ლოგოს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ საკუთარ საკომუნიკაციო მასალებში
კომპანია ითვლება ქსელის წევრად გაწევრიანების ოფიციალური წერილის გაგზავნის დღიდან