სოციალური სარგებელი
პრო ბონო სერვისები საშუალებას აძლევს სამოქალაქო ორგანიზაციებს მიიღონ კვალიფიციური საექსპერტო დახმარება, რომელზეც მათ სხვა შემთხვევაში ხელი არ მიუწვდებოდათ, და ამის შედეგად იყვნენ უფრო ეფექტურები, უკეთ მოემსახურონ საკუთარ ბენეფიციარებს და საზოგადოების უფრო მრავალრიცხოვან ჯგუფებს დაეხმარონ. ამ გზით მიიღწევა მდგრადი და მასშტაბური შედეგი და იზრდება კომპანიის მიერ გაწეული დახმარების სოციალური ზეგავლენა.
- პრო ბონო პროგრამები სტრატეგიული ფილანთროპიის მაგალითია, რადგან ისინი ორიენტირებული არიან გრძელვადიან შედეგსა და მდგრადობაზე.
- პრო ბონო პროგრამებით ხშირად უფრო მაღალი სოციალური ამონაგები მიიღწევა ინვესტირებულ რესურსებზე, ვიდრე მხოლოდ ფინანსური შემოწირულობისას.
- პრო ბონო პროგრამების ზეგავლენის მასშტაბი სცდება ბენეფიციარ ორგანიზაციებზე მოხდენილ ზეგავლენას: სამოქალაქო ორგანიზაციები, პრო ბონო სერვისების მეშვეობით უფრო ეფექტურად მუშაობენ და უკეთ ემსახურებიან თავიანთ სამიზნე ჯგუფებს, რაც ზრდის სოციალურ ეფექტს.