საქართველოს პრო ბონო სერვისების მედიაციის ინიციატივა

საქართველოს სტრატეგიული კვლებევისა და განვითარების ცენტრი გლობალური პრო ბონო ქსელის წევრია 2016 წლიდან

პრო ბონო სერვისების მედიაციის ინიციატივას "საქართველოს პრო ბონო ქსელთან" თანამშრომლობით ახორციელებს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"(CSRDG), რომელსაც სამოქალაქო სექტორში მუშაობის 22-წლიანი გამოცდილება აქვს და უკვე 14 წელია უძღვება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების პროგრამას.

ინიციატივის მხარდამჭერები არიან ფონდი MitOst e.V., კორპორაციული ფონდი BMW Foundation Herbert Quandt და ფონდი Taproot Foundation, რომელთათვისაც პრო ბონო სერვისების ხელშეწყობა საზოგადოებრივი პროგრამების განხორციელების ერთ-ერთ ძირითად მიდგომას წარმოადგენს.

"პრო ბონო სერვისების მედიაციის ინიციატივა" აკავშირებს ერთმანეთთან მიწოდებასა და მოთხოვნას, ანუ პრო ბონო კომპანიებსა და ბენეფიციარ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს კომპანიათა ექსპერტიზის სფეროებისა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საჭიროებების მიხედვით და აგრეთვე ფასილიტაციას უწევს პრო ბონო სერვისების მთელ ციკლს (დაგეგმვიდან შედეგების შეფასებამდე).

ინიციატივა აგრეთვე მიზნად ისახავს:

  • ქსელის მონაწილე კომპანიათა პრო ბონო საქმიანობის დადებითი მაგალითების პოპულარიზაციას
  • საქართველოში პრო-ბონო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობასა და კონცეფციის ცნობადობის გაზრდას
  • სხვადასხვა ტიპის პრო ბონო ღონისძიებების (ფორუმების, სემინარების, პრო ბონო მარათონების) ორგანიზებას და პარტნიორული პრო ბონო პროექტების განხორციელებას.