ფინანსური საკითხები

ბევრმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ კარგად იცის, რამხელა პრობლემას შეიძლება წარმოადგენდეს უზუსტობები ბუღალტრულ აღრიცხვაში, მონაცემების დაჯამება და დაკორექტირება წლიური ფინანსური ანგარიშებისათვის, საგადასახადო საკითხებში გარკვევა და ა.შ. რჩევების მიღება პროფესიონალი ფინანსისტებისგან ფასდაუდებელია არაკომერციული ორგანიზაციებისათვის. ამ სფეროშიც არსებობენ გამოცდილი პროფესიონალები, რომლებსაც სურთ გამოიყენონ საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევები არაკომერციულ ორგანიზაციების დასახმარებლად.

  • ფინანსური დაგეგმვა

    არაკომერციულმა ორგანიზაციებმა მუდამ უნდა აკონტროლონ შემოსავლები და ხარჯები, რომ შეინარჩუნონ ფინანსური სტაბილურობა. აღნიშნული სფეროს პროფესიონალებმა შეიძლება დახმარება გაუწიონ არაკომერციულ ორგანიზაციებს სწორად დაგეგმონ შემოსავლები და ხარჯები და შედეგად, თავი აარიდონ ლიკვიდურობის პრობლემას.

  • შემოსავლების სტრატეგია

    სოციალურ საწარმოებს სჭირდებათ სწორი შემოსავლების სტრატეგია. გამოცდილ ფინანსისტებს შეუძლიათ პრო ბონოდ დაეხმარონ სოციალურ საწარმოებს შემოსავლების სტრატეგიის შექმნაში. ეს შეიძლება მოიცავდეს ახალი პროდუქტების ან ახალი სერვისების შექმნასაც, რომლებზეც არსებობს ბაზრის მოთხოვნა და რომლებიც დაეხმარება ორგანიზაციას სოციალური მისიის შესრულებაში. შედეგად, პრო ბონო ექსპერტს პირდაპირი წვლილი შეაქვს სოციალური საწარმოს სოციალურ შედეგში.

  • ფასწარმოქმნა

    რადგანაც არ არსებობს კონკრეტული ფასწარმოქმნის მოდელი სოციალურ ეკონომიკაში, ფასწარმოქმნის საკითხი ყოველთვის აქტუალურია სოციალური სექტორის წარმომადგენლებისათვის. ფინანსურ ექსპერტს შეუძლია დაეხმაროს სამოქალაქო ორგანიზაციას ან სოციალურ საწარმოს განსაზღვროს ფასები საკუთარ პროდუქტებსა და სერვისებზე, პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯების გათვალისწინებით. დამატებით, მსგავსი ტიპის კონსულტაციის ფარგლებში, შესაძლებელია არსებული პროდუქტის ან სერვისის ფასწარმოქმნის გადახედვა და საჭიროებისამებრ, შეცვლა ან კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეჩერება.

  • დანახარჯების შემცირების ანალიზი

    ფინანსურ ექსპერტს შეუძლია პრო ბონოდ დახმარება გაუწიოს არაკომერციულ ორგანიზაციას დანახარჯების ანალიზსა და ადაპტაციაში. აღნიშნული ანალიზის მეშვეობით განისაზღვრება რომელი დანახარჯების შემცირება უნდა მოხდეს ისე, რომ ამან არ იმოქმედოს ორგანიზაციის სოციალური შედეგზე. ადმინისტრაციული და საოპერაციო დანახარჯები, სამუშაო პროცესისა და სხვა მსგავსი საკითხების ანალიზი შესაძლებლობას იძლევა გამოვლინდეს ჭარბი რესურსები, რომელთა შეკვეცა იქნება შესაძლებელი.

  • გადასახადები

    მოცემული სფეროს ექსპერტებს შეიძლიათ პრო ბონოდ დაეხმარონ არაკომერციულ ორგანიზაციებს საგადასახადო კანონმდებლობასა და გადასახადების ადმინისტრირებაში. კონსულტაცია მოიცავს: გადასახადების ანალიზს, გადასახადის გადამხდელის შესაბამისი ფორმის შერჩევას, კონტრაქტების ანალიზს გადასახადების კუთხით და ა.შ.

  • შექმენით თქვენთვის შესაფერისი კატეგორია

    ნებისმიერი ორგანიზაციას სჭირდება სწორად განსაზღვრული ფინანსური გეგმა მდგარდი ფინანსური განვითარებისთვის. თუ წარმოადგენთ არაკომერციულ ორგანიზაციას და თვლით, რომ გჭირდებათ დახმარება აღნიშნულ სფეროში, მაგრამ ვერ იპოვეთ შესაბამისი კატეგორია ამ ჩამონათვალში, დაგვიკავშირდით და თქვენი ორგანიზაციის საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩვენ დაგეხმარებით სწორი კატეგორიის ფორმულირებაში ან ახალი კატეგორიის შექმნაში.

  • ჩაერთეთ პრო ბონო აქტივობებში, როგორც პრო ბონო კომპანია

    „საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი“ ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის პროფესიონალებს გამოიყენონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება საზოგადოების საკეთილდღეოდ. როგორც პრო ბონო პროექტების შუამავალი ორგანიზაცია, „საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი“ აგროვებს ინფორმაციას საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საჭიროებების შესახებ, აკავშირებს ერთმანეთთან პრო ბონო კომპანიებსა და ბენეფიციარ ორგანიზაციებს და ფასილიტაციას უწევს მთელ პროცესს. ამგვარად იზოგება პრო ბონო კომპანიათა დრო და ძალისხმევა. თუ ხართ მოტივირებული პროფესიონალი ან კომპანია და გსურთ, რომ გასწიოთ პრო ბონო მომსახურება აღნიშნულ სფეროში, მაგრამ ვერ იპოვეთ თქვენი ექსპერტიზის შესაფერისი კატეგორია ამ ჩამონათვალში, მოგვმართეთ და ჩვენ დაგაკავშირებთ შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციარ ორგანიზაციასთან.

ტექსტი ეფუძნება გერმანული სამოქალაქო ორგანიზაციის, „პრობონეოს“ ვებგვერდზე განთავსებულ მასალას