საუკეთესო მაგალითები - ლექციები და ტრენინგები
პრო ბონო ვებინარი საგრანტო კონკურსების შესახებ, 2020 წელი
პრო ბონო კომპანია: აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია "ACG - Audit and Consulting Group"
ბენეფიციარი: სათემო ორგანიზაციები
საჭიროების აღწერა:
როგორც ცნობილია სათემო ორგანიზაციები წარმოადგენს არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც მოპოვებული დაფინანსების საფუძველზე ფუნქციონირებს. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ ორგანიზაციებს მდგრადი განვითარებისთვის და იმისთვის, რომ უპასუხონ მათი ბენეფიციარების საჭირობებს სჭირდებათ მდგრადი ფინანსური რესურსები. შედეგად, ისინი მუდამ დაფინანსების ძიებაში არიან. შესაბამისად, საციცოხლოდ მნიშვნელოვანია მათთვის ინფორმირებულები იყვნენ ქვეყანაში გამოცხადებული საგრანტო კონკურსების შესახებ. გარდა ამისა, რეგიონალური სათემო ორგანიზაციების ბენეფიციარებს წარმოადგენს სოფლად მცხოვრები ფერმერები. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით გამოცხადებული საგრანტო კონკურსების შესახებ ინფორმაციაც მნიშვნელოვანია მათთვის.
ჩატარებული სამუშაო:
საკონსულტაციო კომპანიამ ACG Consulting სწორედ ზემოთ აღნიშნულ თემაზე სათემო ორგანიზაციებისთვის ჩაატარა საინფორმაციო ვებინარი საგრანტო კონკურსებთან დაკავშირებით. შეხვედრის დროს მონაწილეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საგრანტო კონკურსებთან და შესაძლებლობებთან დაკავშირებით..
პრო ბონო ვებინარი ჩატარდა 2020 წლის 3 ნოემბერს, Zoom პლატფორმის მეშვეობით. ვებინარს დაესწრო 20-მდე მონაწილე სხვადასხვა სათემო ორგანიზაციიდან.
მედიატორი:
პრო ბონო ვებინარი ჩატარდა "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მიერ, პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.