საუკეთესო მაგალითები - კონსულტირება და მენტორინგი
პრო ბონო კონსულტაცია - ვებ გვერდის სტრუქტურის შემუშავება - 27/2/2023 - 10/4/2023
პრო ბონო კომპანია: კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალური კომპანია “ეისითი”
ბენეფიციარი: სოციალური საწარმო “ორბის ბუდე”
საჭიროების აღწერა:
ორბის ბუდე სოციალური საწარმოა, რომელიც სოფელ სამშვილდეში მდებარეობს. მისი მიზანია შექმნას განსაკუთრებული სივრცე მოგზაურთათვის, რომელიც იქნება ისტორიული მარშრუტების გზამკვლევი და ახალი, საინტერესო აქტივობების ადგილი. საწარმო ახალი გახსნილია და ახლა ახდენს საკომუნიკაციო არხების ფორმირებას, მათ შორის სურვილი აქვს შექმნას ვებ გვერდი.
ჩატარებული სამუშაო:
2023 წლის, თებერვალი - აპრილის პერიოდში, კომპანია „ეისითისა“ და სოციალური საწარმო „ორბის ბუდეს“ საკონსულტაციო შეხვედრები მიმდინარეობდა, რომელის მიზანი იყო საწარმოსთვის ვებ-გვერდის სტრუქტურის შემუშავება, დიზაინის ფორმატის განსაზღვრა და დამკვეთისთვის ტექნიკური დავალების მომზადება. საკონსულტაციო პროცესში პრო ბონოდ ჩართული იყო კომპანიის მარკეტინგის ჯგუფის წევრი, ანა ყატაშვილი. ჩატარდა 4 შეხვედრა, ხოლო ჯამურად თანამშრომლის მიერ დაიხარჯა 8 პრო ბონო საათი.
პრო ბონო მედიაციის შედეგი:
კონსულტაციების შედეგად მომზადდა: საიტის სტრუქტურა, განისაზღვრა ვიზუალური სტილი და ტექნიკური დავალება დეველოპერული კომპანიისთვის.
მედიატორი:
პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.