საუკეთესო მაგალითები - ლექციები და ტრენინგები
პრო ბონო ვორქშოპი სამუშაოს მოძიების უნარებსა და გასაუბრების ტექნიკებზე, 11 მაისი, 2022 წელი
პრო ბონო კომპანია: ეისითი - კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალური კომპანია
ბენეფიციარი: თელავის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი
თელავის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი შეიქმნა პროექტის "უნარების განვითარება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" ფარგლებში.
სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრების მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივ სამუშაოს მაძიებლებს განავითარონ უნარები და გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. ცენტრების ბაზაზე ეტაპობრივად შემუშავდება სასწავლო პროგრამები, ტრენინგები და სემინარები, რომლებიც გაითვალისწინებს, როგორც დასაქმების ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს, ასევე იმ ადამიანების სურვილებსა და საჭიროებებს ვინც დასაქმების ცენტრს მიმართავს.
საჭიროების აღწერა:
თელავის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის ერთ-ერთ ბენეფიციარ ჯგუფს წარმოადგენს დასაქმების მაძიებელი ადამიანები, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით და დასაქმდნენ მათთვის საინტერესო და სასურველ ორგანიზაციებში თუ ბიზნეს კომპანიებში. იმისთვის, რომ ცენტრის ბენეფიციარებს გაუადვილდეთ შრომით ბაზარზე სამუშაოს მოძიება და ინტეგრაცია, სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი აღნიშნულ ბენეფიციარებს სთავაზობს ტრენინგების მოდულს თემაზე: "სამუშაოს მოძიების უნარები და გასაუბრების ტექნიკები".
ჩატარებული სამუშაო:
2022 წლის 11 მაისს, კვლევის და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალური კომპანიის "ეისითის" HR ლიდმა - თეა შამათავამ ჩაატარა პრო ბონო ვორქოშფი თელავის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის ბენეფიციარებისათვის თემაზე: "სამუშაოს მოძიების უნარები და გასაუბრების ტექნიკები". მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია წარმატებული გასაუბრების ტექნიკების შესახებ. აგრეთვე, შეხვედრის დროს გაიარეს გასაუბრების სიმულაცია, რაც დაეხმარებათ მათ მომავალში გასაუბრების ეტაპის წარმატებით გავლაში.
პრო ბონო მედიაციის შედეგი:
პრო ბონო ვორქშოფი თემაზე: სამუშაოს მოძიების უნარები და გასაუბრების ტექნიკები.
მედიატორი:
პრო ბონო ვორქშოფს მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.