საუკეთესო მაგალითები - ლექციები და ტრენინგები
პრო ბონო სემინარი, 2016 წელი
პრო ბონო კომპანია: ალიანს გრუპ ჰოლდინგი
ბენეფიციარი
დასაქმების პროგრამა Employment Shuttle. დასაქმების პროგრამა (Employment Shuttle) წარმოადგენს LIFE Georgia პროექტის ერთ-ერთ კომპონენტს, რომელსაც ახორციელებს ადგილობრივი ორგანიზაციების კონსორციუმი ACF-ის (Action Against Hunger) ხელმძღვანელობით.
დასაქმების პროგრამის ძირითადი მიზანია უმუშევარი დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა.
დასაქმების პროგრამის თითოეული ჯგუფი შედგება 20 უმუშევარი წევრისაგან, რომლებიც 5 თვის განმავლობაში მენტორისა და მოწვეული ლექტორების დახმარებით მუშაობენ, რომ გაიუმჯობესონ ცოდნა და უნარები სამუშაოს მოსაძიებლად.
თითოეული დასაქმების პროგრამა 5 თვე გრძელდება და შედგება 20 აქტიური და მოტივირებული უმუშევარი წევრისაგან, რომლებსაც აძლიერებს და მხარს უჭერს მენტორი მათი პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარებაში.
საჭიროების აღწერა
პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს კომპანიებთან შუამავლობა და კორპორატიული მოხალისეობა. კომპანიების წარმომადგენლები სტუმრობენ მონაწილეებს იმისათვის, რომ ჩაატარონ ტრენინგები/სემინარები კონკრეტულ თემაზე, რომელიც ხელს შეუწყობს მონაწილეთა პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას და გაზრდის მათი დასაქმების შანსებს.
ჩატარებული სამუშაო
ალიანს გრუპ ჰოლდინგის ორმა თანამშრომლემა ადამიანური რესურსების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან ერთსაათიანი სემინარი ჩაუტარეს პროგრამის ბენეფიციარებს პროგრამის პირველი ეტაპის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართა 29 იანვარს თბილისში.
მედიატორი
პრო ბონო მედიაციას ახორციელებს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი".