საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

პრო ბონო კონსულტაცია ესკიზური პროექტის დიზაინში, 2017 წელი

პრო ბონო კომპანია: აქსისი

ბენეფიციარი: სოციალური საწარმო - საჩხერის სოციალური კაფე

საჩხერის სოციალური კაფე დაფუძნდა 2005 წელს ააიპ „საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი“-ს მიერ. მათ მთავარ სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენს: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახები.ასევე, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს შემდეგი მიმართულებებით: ახდენს შშმ პირთა საკითხების ადვოკატირებას ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, ხელს უწყობს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის ((UN CRPD) იმპლემენტაციას და მონიტორინგს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე.

სოციალური კაფეს დაფუძნებით, ორგანიზაციას სურს ხელი შეუწყოს სოციალურ მეწარმეობას,როგორც:

  • ინოვაციურ და ეფექტურ საშუალებას, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებისთვის დასაქმების ერთ-ერთ კარგ საშუალებას (დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე);

  • საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ფორმის დანერგვას. ასევე, მათი მიზანია შშმ პირთა შესაძლებლობების წარმოჩენა, საზოგადოების ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლა.

ამჟამად, სოციალური საწარმო ფუნქციონირებს, როგორც საცხობი, სადაც აწარმოებენ სხვადასხვა სწრაფი კვების პროდუქტებს. სოციალურ კაფეში დასაქმებულია როგორ შშმ პირი, ასევე მისი ოჯახის წევრი.

საჭიროების აღწერა:

სოციალურ კაფეს, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ უზურფრუტის ხელშეკრულებით, გადმოეცა ფართი, რომელზეც განთავსებულია და ფუნქციონირებს საცხობის შენობა. მაგრამ ორგანიზაციას სურს სოციალურ კაფეს შესძინონ სხვა ფუნქციები, რათა არამარტო კვების ობიექტის ფუნქციის შესრულება შეძლოს, არამედ სივრცეს ჰქონდეს მრავალფუნქციური შესაძლებლობები თემატური შეხვედრებისა და ახალგაზრდული ღონისძიებების ჩატარებისთვის. სწორედ, აღნიშნული მიზნით ორგანიზაციას სურს კაფეს გარე სივრცის მოწყობა და მოწესრიგება და სჭირდება გარე სივრცის დიზაინერი.

პრო ბონო კონსულტანტი: აქსისის 2 არქიტექტორისგან შემდგარი ჯგუფი.

ჩატარებული სამუშაო:

2017 წელს, დეველოპერული კომპანია აქსისის არქიტექტორების გუნდმა იმუშავა საჩხერის სოციალური კაფეს ეზოს მოწყობის ესკიზის შექმნაზე. პროექტის მომზადებას დასჭირდა დაახლოებით სამი სამუშაო დღე. პროექტზე მუშაობდნენ აქსისის არქიტექტორები: ოთო გოგავა და არტემ მელაშვილი.

პრო ბონო მედიაციის შედეგი:

მედიაციის შედეგად შეიქმნა საჩხერის სოციალური კაფეს ეზოს მოწყობის ესკიზი

მედიატორი:

პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.