საუკეთესო მაგალითები - ლექციები და ტრენინგები
პრო ბონო ტრენინგი საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიულ მენეჯმენტში, 2016 წელი
პრო ბონო კომპანია: ტრენინგ ცენტრი Cambridge Study
ბენეფიციარები: სოციალური საწარმოები “იკორთა” და “სობისი”
ჩატარებული სამუშაო:
2016 წლის 18 ოქტომბრიდან სოციალური საწარმოების “იკორთას” და “სობისის” წარმომადგენლებმა ეკატერინე ზარიძემ (იკორთა) და ნიკა აწკარუნაშვლმა (სობისი) ტრენინგ ცენტრის Cambridge Study-ის შეთავაზებით უსასყიდლოდ გაიარეს ორთვიანი ტრენინგ კურსი საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სტრატეგიულ მენეჯმენტში.
კურსს უძღვებოდნენ საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალი ტრენერები. ტრენინგი ძირითადად პრაქტიკული გამოცდილების მიღებაზეა იყო ორიენტირებული და კონკრეტულ PR დავალებებს მოიცავდა. კურსის სტუდენტებს ასევე საშუალება ჰქონდათ რეგულარულად შეხვედრიდენ სტუმრის სტატუსით მოწვეულ საქართველოში ყველაზე წარმატებული ბიზნეს კომპანიების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერებს.
კურსდამთავრებულებს გადაეცათ Cambridge Study-ის საერთაშორისო სერტიფიკატები.
მედიატორი:
პრო ბონო მედიაციას ახორციელებს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი".