საუკეთესო მაგალითები   -  ლექციები და ტრენინგები

პრო ბონო ვებინარი Zoom პლატფორმის შესახებ, 2020 წელი

პრო ბონო კომპანია: ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი ACT

ბენეფიციარი: ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სათემო ორგანიზაციები და სოციალური საწარმოები

საჭიროების აღწერა:

კოვიდ 19-ის გავრცელების შედეგად ორგანიზაციები ბევრი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ, განსაკუთრებით საზოგადოების საკეთილდღეოდ მომუშავე ორგაზაციები, რომლებიც იძულებული გახსნენ ონლაინ მუშაობის რეჟიმზე გადასულიყვნენ და სჭირდებოდათ საუკეთესო მეთოდის შერჩევა, როგორ მოახერხებდნენ საკუთარი ბენეფიციარებთან კომუნიკაციის გაგრძელებას და დახმარებას პანდემიის პერიოდში.

აღნიშნული პრობლემების იდენტიფიკაციის პროცესში გამოვლინდა კომუნიკაციის ონლაინ პლატფორმების მიმართ დაინტერესება. გამომდინარე იქიდან, რომ ონლაინ პლატფორმები ყველასთვის ახალი ხილი იყო და შესაბამისად, ცნობადობა და ცოდნა ამ კუთხით, საკმაოდ ბუნდოვანი იყო, პრო ბონო ქსელის წევრმა კომპანიამ ACT-იმ გადაწყვიტა საკუთარი ცოდნა და ექსპერტიზა გაეზიარებინა საზოგადოების საკეთილდღეოდ მომუშავე ორგანიზაციებისათვის.

გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია ეისითიმ კომპანიის შიგნით მარტივად მოახერხა ონლაინ მუშაობის რეჟიმზე გადაეყვანა თანამშრომლები და საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა ამ კუთხით, გადაწყვიტა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა.

ჩატარებული სამუშაო:

ამომდინარე იქიდან, რომ Zoom პლატფორმა ყველაზე მეტად გამოყენებადი აღმოჩნა საზოგადოების საკეთილდღეოდ მომუშავე ორგანიზაციებისათის და მაღალი დაინტერესება დაფიქსირდა მათი მხრიდან, ACT ჩაატარა ორი ვებინარი:11 მაისს ჩატარდა პირველი პრო ბონო ვებინარი Zoom Meeting-ის შესახებ, ხოლო 25 მაისს ჩატარდა მეორე პრო ბონო ვებინარი Zoom Webinar-ის შესახებ.

საერთო ჯამში ვებინარებს 100-მდე მონაწილე დაესწრო სხვადასხვა ადგილობრივი ორგანიზაციებიდან. ვებინარების ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

  • Zoom ანგარიშის შექმნა;
  • Zoom პაკეტების მიმოხილვა;
  • Zoom აპლიკაციის ზოგადი მიმოხილვა;
  • Zoom ვებინარის ფუნქციონალის მიმოხილვა და გამართვა;
  • ენის ფუნქციონალი Zoom პლატფორმაში

მედიატორი:

პრო ბონო ვებინარები ჩატარდა "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მიერ, პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.