საუკეთესო მაგალითები - კონსულტირება და მენტორინგი
პრო ბონო კონსულტაცია მარკეტინგში, 2018 წელი
პრო ბონო კომპანია: მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი (MBC)
ბენეფიციარი: სოციალური საწარმო "მუსთერაპიული ცენტრი"
სოციალური საწარმო "მუსთერაპიული ცენტრი" შეიქმნა 2016 წელს ა(ა)იპ "მშობელთა ხიდის" ბაზაზე. მუსთერაპიული ცენტრის დამფუძნებლები არიან საქართველოში რეგისტრირებული საქველმოქმედო ორგანიზაციის "მშობელთა ხიდის" აქტიური წევრები, რომელთაც ათ წელზე მეტი გამოცდილება აქვთ შშმ პირებთან ურთიერთობის და მუსთერაპიის ჩატარების. მუსთერაპიული ცენტრი - ეს არის საქართველოსთვის პირველი ინოვაციური ცენტრი, სადაც დანერგილია ალტერნატიული ფსიქო-რეაბილიტაციური სერვისი მუსთერაპიული მომსახურებით. საწარმოს მისიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაცია და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
საჭიროების აღწერა:
მუსთერაპიული ცენტრის მეშვეობით ყოველ წელიწადს 100 შშმ ბავშვზე მეტისათვის ხელმისაწვდომია სისტემატური, ინდივიდიუალურ საჭირობებზე დაყრდნობით დაგეგმილი მუსთერაპიული აქტივობა. შშმ პირების ფსიქო-სოციალურ უნარ-ჩვევები უმჯობესდება სერვისის მიწოდების შედეგად, რაც ხელს უწყობს მათ ღირსეულ ინტეგრირებულ ცხოვრებას. ეკონომიკური საქმინობიდან მიღებული მოგება რეინვესტირდება სოციალური საწარმოს საქმიანობის განსავითარებლად ან/და ბენეფიციარებისათვის უფრო მეტი სერვისის უზრუნველსაყოფად. საწარმოს ფინანსური შემოსავლების გაზრდის მიზნით, ამ ეტაპზე საჭიროებდნენ საინფორმაციო მასალების მომზადებას და პროფესიონალი დიზაინერის დახმარებას.
ჩატარებული სამუშაო:
პრო ბონო კონსულტაციის ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრები "ემ ბი სი"-ს თანამშრომლებსა და სოციალურ საწარმო "მუსთერაპიულ ცენტრის" წარმომადგენლებს შორის. კონსულტაციის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი სამუშაოები:
პრო ბონო კონსულტაციაში მონაწილოებდნენ ემ ბი სი-ს მარკეტინგის გუნდი (მარკეტინგის ექსპერტები, ფოტოგრაფი და დიზაინერი).
პრო ბონო მედიაციის შედეგი:
კონსულტაციის შედეგად შემუშავდა: საინფორმაციო ფლაერი
მედიატორი:
პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.