საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

პრო ბონო კონსულტაცია მარკეტინგული სტრატეგიის შექმნაში, 2016 წელი

პრო ბონო კომპანია: ჯი-პი-აი ჰოლდინგი

ბენეფიციარი: სოციალური საწარმო “სობისის ახალგაზრდული კოოპერატივი”.

სოფელი სობისი მდებარეობს გორის რაიონში, კონფლიქტის სასაზღვრო ზონაში, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 3 კმ-ში. სოფელში პრაქტიკულად არ არსებობს დასაქმების ან მცირე ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა; მდგომარეობას ართულებს ის, რომ მოსახლეობა მუდმივად რისკის ქვეშ ცხოვრობს. ყოველივე ამის გამო სოფელს ტოვებენ ახალგაზრდები და ის ნელნელა ცარიელდება. ნაკლებად კონკურენტუნარიან მდგომარეობაში არიან ასევე ახალგაზრდა ქალები, რომლებიც ადრე დაოჯახების შემდეგ სოფლად თვითრეალიზაციას ვერ ახდენენ.

სოციალური საწარმო “სობისის ახალგაზრდული კოოპერატივი” შეიქმნა 2012 წელს ააიპ „ეთიკ ფინანსის“ მიერ, იმ მიზნით, რომ:

    • დაესაქმებინა სოფელ სობისში მცხოვრები ახალგაზრდები და ქალები
    • დახმარებოდა მათ მეწარმის უნარ-ჩვევების განვითარებასა და სხვადასხვა სახის პროფესიული ცოდნისა და უნარების შეძენაში, რაც მათ შემდგომ დასაქმებასაც შეუწყობს ხელს.

დამატებით სარგებელს წარმოადგენს ის, რომ საწარმო ნედლეულს შეისყიდის ადგილობრივი გლეხებისგან, რითიც მათ შემოსავლის წყაროს უჩენს.

საწარმოს ძირითადი პროდუქციაა ვაშლის წვენი, რომელიც განსაკუთრებული ტექნოლოგიით მზადდება ვაშლის ნატურალური თვისებების შესანარჩუნებლად. გარდა ამისა სობისი აწაროებს ვაშლის ძმარს, ვაშლის ხილფაფას, ჩირს, წნილს, სხვა ხილის წვენებს.

საჭიროების აღწერა:

სობისის ახალგაზრდული კოოპერატივი საქმიანობის პირველ წლებში უშვებდა მხოლოდ ვაშლის წვენს, მცირე ოდენობით, რომელის რეალიზებასაც ახორციელებდა მხარდამჭერი ორგანიზაციების და პირადი ნაცნობების წრეში. მომდევნოო წლებში გაიზარდა როგორც წარმოებული პროდუქციის ოდენობა, ისე სახეობები. ამდენად, საჭირო გახდა მარკეტინგული კომუნიკაციისა და გაყიდვების ახალი სტრატეგიის შემუშავება. სწორედ ამ საჭიროების საპასუხოდ დაიგეგმა პრო ბონო კონსულტირების პროცესი

ჩატარებული სამუშაო

საკონსულტაციო პროცესი დაიწყო 2016 წლის თებერვალში და ოქტომბრამდე გასტანა (8 თვე).

პრო ბონო კონსულტანტი: ჯი პი აი ჰოლდინგის მარკეტინგის დეპარტამენტის თანამშრომლები

პრო ბონო მედიაციის შედეგი:

პრო ბონო კონსულტაციის შედეგად შემუშავდა ახალი მარკეტინგული სტრატეგია და რეკომენდაციები ახალი პროდუქტების განვითარების საკითხებზე.

მედიატორი:

პრო ბონო კონსულტირებას მედიაცის უწევს საქართველოს სტრარეგიული კვლევებისა და განვითარების ცეტრი.