საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

იურიდიული კონსულტაცია

16.05.2024 - 24.05.2024


კომპანია: დოტს ლეგალი

ბენეფიციარი: Meliora/CSRDG

ორგანიზაციის შესახებ:

ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) 2018 წელს დააფუძნა საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსს „Meliora“.

საჭიროების აღწერა:

კონკურსის ფარგლებში ადმინისტრაციული დოკუმენტების მოსამზადებლად საჭირო გახდა იურიდიული კონსულტაცია.

განხორციელებული სამუშაოები:

2024 წლის მაისის თვეში, დოტს ლეგალმა პრო ბონოდ იურიდიული კონსულტაცია გაუწია საქართველოს პასუხისმგებელი კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფს ადმინისტრაციულ საკითხებზე. პრო ბონო პროექტში მონაწილეობას იღებდა კომპანიის 2 თანამშრომელი ციცია ჯაფარიძე და ნათია ბაღდავაძე. კომპანიის მიერ პროექტის ფარგლებში 8 პრო ბონო საათი დაიხარჯა.

მიღებული შედეგი:

პროექტის ფარგლებში მომზადდა კონკურსისთვის საჭირო ადმინისტრაციული დოკუმენტაცია.

მედიატორი:

პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.