საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

იურიდიული კონსულტაცია

20.06.2024

კომპანია: დოტს ლეგალი

ბენეფიციარი: CSRDG

ორგანიზაციის შესახებ:

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ერთ-ერთი პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წლიდან მუშაობს მთელი საქართველოს მასშტაბით. მას შემდეგ, ორგანიზაციის გუნდი ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელს საზოგადოებას.

დაგროვილი აკადემიური ცოდნისა და მრავალწლიანი წარმატებული პრაქტიკული გამოცდილების შედეგად, ორგანიზაციამ სანდო პარტნიორისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციის სახელი დაიმკვიდრა.

საჭიროების აღწერა:

ახალი კანონის დამტკიცების შემდეგ მნიშვნელოვანი გახდა გარკვეული იურიდიული კონსულტაცია, მოსალოდნელი ცვლილებების დასაგეგმად.

განხორციელებული სამუშაოები:

2024 წლის 20 ივნისს, დოტს ლეგალმა CSRDG-ს იურიდიული კონსულტაცია გაუწია. საკანონმდებლო ცვლილებების გამო მრავალი სამოქალაქო ორგანიზაცია, გაურკვეველი ცვლილებების მოლოდინშია, კონსულტაციის ფარგლებში იურიდიული კომპანიის დამფუძნებელმა ციცია ჯაფარიძემ, იურიდიული კონსულტაცია გაუწიო ორგანიზაციის თანამშრომლებს მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. კომპანიამ საერთო ჯამში აღნიშნული კონსულტაციების დროს 4 პრო ბონო საათი დახარჯა.

მედიატორი:

პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.