საუკეთესო მაგალითები   -  კონსულტირება და მენტორინგი

კრედო ბანკი, კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრს პრო ბონოდ ახალი სერვისების დანერგვაში დაეხმარა

პრო ბონო პროვაიდერი: კრედო ბანკი

ბენეფიციარი: სამოქალაქო ორგანიზაცია კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი

13-07-2023 12-12-2023

ორგანიზაციის შესახებ: კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის სამოქალაქო ორგანიზაციაა, რომელიც კახეთში, კერძოდ თელავში მდებარეობს. ორგანიზაცია სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: ბავშვთა ადრეული განათლება, ბავშვთა დაცვა და მოზარდების და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობისთვის თემის, მუნიციპალურ და რეგიონის დონეზე.

2021 წელს პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში ორგანიზაციის ბაზაზე შეიქმნა თელავის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი (ამავე პროექტის ფარგლებში საქართველოს 3 რეგიონში, სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის 6 ცენტრი შექმნა). ცენტრი ნებისმიერ ადამიანს 16 წელს ზემოთ სთავაზობს ინდივიდუალურ კარიერის კონსულტირებას და ტრენინგებს - მეწარმეობის, დასაქმების და ფრილანსერობის მსურველებისთვის. 3 წლის განმავლობაში ცენტრის მომსახურებით ისარგებლა (სრულიად უსასყიდლოდ) 1000 მეტმა ადამიანმა.

საჭიროების აღწერა: პროექტის დასრულების შემდეგ ორგანიზაციას სურს გააგრძელოს ცენტრის საქმიანობა, ამისათვის ახალი ფასიანი სერვისების დანერგვაა საჭირო. ფასიანი სერვისების გაშვებამდე, კომპლექსური მოსამზადებელი სამუშაოები იყო განსახორციელებელი. პრო ბონო საჭიროება, რამდენიმე ამოცანად დაიყო:

  • ბაზრის კვლევია;
  • პროდუქტის განვითარებასა და დახვეწაში დახმარება;
  • სერვისების მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაში დახმარება;

განხორციელებული სამუშაოები: მასშტაბური პრო ბონო პროექტის განხორციელებაზე კრედო ბანკის რამდენიმე დეპარტამენტი იყო ჩართული, კერძოდ მარკეტინგის დეპარტამენტი, კვლევების განყოფილება და მომხმარებელთა გამოცდილების დეპარტამენტი. პირველ ეტაპზე განისაზღვრა კვლევის თეზისი, მომზადდა კითხვარი, განხორციელდა საველე სამუშაოები. კვლევის შედეგების საფუძველზე მომზადდა პროდუქტების განვითარების რეკომენდაციები და პროდუქტების გაყიდვების მარკეტინგული გეგმა. კრედო ბანკის მხრიდან აღნიშნული პროექტის განხორციელების პროცესში სულ დაიხარჯა 133 პრო ბონო საათი. მათ შორის მარი ლომიძე - 32 პრო ბონო საათი და თამთა სიჭინავა 71 პრო ბონო საათის კონტრიბუციით.

პრო ბონო მედიაციის შედეგი: თელავისა და მიმდებარე სოფლების პიროვნულ საგანმანთლებლო პროგრამების კონცეფციის ტესტირების - კვლევა. რეკომენდაციები პროდუქტების განვითარების კუთხით და მარკეტინგული სტრატეგია.

მედიატორი: პრო ბონო მედიაცია ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.