საუკეთესო მაგალითები - კონსულტირება და მენტორინგი
პრო ბონო კონსულტაცია კორპორაციული შეთავაზების მომზადებაში
პრო ბონო კომპანია: კრისტალი
ბენეფიციარი: აისი
საჭიროების აღწერა:
2022 წლის აგვისტოდან სექტემბრის ჩათვლით, პრო ბონო ქსელის წევრებმა და პარტნიორმა კომპანიებმა განახორციელეს მასშტაბური პროექტი, რომელიც სოციალური საწარმოების B2B გამოფენისთვის მომზადებაში დახმარებას გულისხმობდა.
B2B გამოფენა მიზნად ისახავს სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს სექტორს, ასევე საზოგადოებრივ და სახელმწიფო სექტორებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას.
გამოფენის ფარგლებში, კოპანიების ამოცანას სოციალური საწარმოებისთვის კორპორაციული შეთავაზების ჩამოყალიბებაში დახმარება წარმოადგენდა.
აღნიშნული მიმართულებით, წელს, პრო ბონო კონსულტირებაში ჩაერთო 27 კომპანია, აქედან პრო ბონო ქსელის წევრი 7 კომპანია: ემ ბი სი ; პროფიტ ლაბი, ჯი პი აი ჰოლდინგი; თი ბი სი ბანკი; GEC ქონსალთინგი, მათ შორის კრისტალი, რომელმაც სოციალურ საწარმო აისისთან იმუშავა კორპორატიული შეთავაზების მომზადების მიზნით.
ჩატარებული სამუშაო
მენტორობის ფარგლებში ჩატარებულ საკონსულტაციო შეხვედრებზე, კომპანიის წარმომადგენელი, მაია ქობალია სოციალურ საწარმოს დაეხმარა სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრასა და ბიზნეს შეთავაზების მომზადებაში.
შეთავაზება თავის მხრივ მოიცავდა შემდეგ სამუშაოებს: საწარმოს შესახებ ინფორმაციის მომზადებას, სამიზნე კომპანიების შერჩევას, კორპორაციული კლიენტებისათვის პროდუქტების ან სერვისების შესახებ მთავარი გზავნილის/ების ფორმულირებას, პოტენციურ პარტნიორებთან მოკლე საკომუნიკაციო ტექსტის შედგენას და მათთვის რელევანტური/ინდივიდუალური შეთავაზების მომზადებას.
მედიატორი:
პრო ბონო კონსულტაციას მედიაციას უწევს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.