საუკეთესო მაგალითები - ლექციები და ტრენინგები
პრო ბონო ვებინარი ბოსტნეული კულტურის შესახებ, 2020 წელი
პრო ბონო კომპანია: კრისტალი და კარტლისი
ბენეფიციარი: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მცხოვრები ფერმერები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები
საჭიროების აღწერა:
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ ფერმერებთან კომუნუკაციის შედეგად გამოიკვეთა, რომ ადგილბორივი ფერმერები დაინტერესებულები იყვნენ ისეთი აგრო კულტურებით, რომლებიც ეფექტური იქნება და მომგებიანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (მიწის ნაყოფირებიდან და ჰავიდან გამომდინარე).
ჩატარებული სამუშაო:
2020 წლის ივლისში და აგვისტოში, კომპანიების კრისტალისა და კარტლისის თანამშრომლობის შედეგად ჩატარდა სამი პრო ბონო მასტერკლასი (ორი ონლაინ და ერთი ადგილზე) თემაზე: ბოსტნეული კულტურა და მასთან დაკავშირებული საკითხები. მასტერკლასის ფარგლებში მონაწილეებს მიიღეს საინტერესო და საჭირო ინფორმაცია ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: ნიადაგის გამოკვება და მისი ლაბორატორიული ანალიზი, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება, ბაღჩეული კულტურის მოყვანასთან დაკავშირებული საკითხები და გამოწვევები, ა.შ.
მასტერკლასს ესწრებოდა 10-მდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ფერმერი და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელი.
მასტერკლასების დასრულების შემდგომ, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
მედიატორი:
პრო ბონო ვებინარი ჩატარდა "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მიერ, პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.